შალვა პაპუაშვილი – ჩვენ გვყავს სუვერენიტეტდაკარგული ოპოზიცია და აქედან გამომდინარე, მათ საკუთარი დღის წესრიგი არ აქვთ განსაზღვრული – ისინი იყურებიან იქით, საიდანაც მფარველები ეგულებათ

ჩვენ გვყავს სუვერენიტეტდაკარგული ოპოზიცია და აქედან გამომდინარე, მათ საკუთარი დღის წესრიგი არ აქვთ განსაზღვრული – ისინი იყურება იქით საიდანაც მფარველები ეგულებათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უმრავლესობის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ პარლამენტში წარდგენილი იყოს კონსტიტუციური პროექტი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ ოპოზიციის დამოკიდებულების შესახებ.
მისი განცხადებით, ოპოზიცია სუვერენიტეტდაკარგულია და პაპუაშვილის შეფასებით, აქედან გამომდინარე, მათ საკუთარი დღის წესრიგი არ აქვთ განსაზღვრული, ამიტომ ამ საკითხზე ვერ საუბრობენ.
„რეალურად, რასაც ვაკვირდებით, ეს არის სუვერენიტეტდაკარგული ოპოზიცია. ეს არის ოპოზიცია, რომელიც თავის დღის წესრიგს განსაზღვრავს, იყურება ზურგს უკან და იყურება იქით, საიდანაც მფარველები ეგულება. ჩვენ გვყავს სუვერენიტეტდაკარგული ოპოზიცია და აქედან გამომდინარე, მათ საკუთარი დღის წესრიგი არ აქვთ განსაზღვრული. ამიტომაც არის, რომ ისინი ამ საკითხზე ვერ საუბრობენ. მათ იციან, რა პასუხს მიიღებენ ქართული საზოგადოებისგან, თუ პროპაგანდის მომხრეებად დაფიქსირდებიან და იციან, რა პასუხს მიიღებენ საკუთარი მფარველებისგან, თუ პროპაგანდის წინააღმდეგ წავლენ. ისინი გაჭედილი არიან გარკვეულწილად და მათი დუმილი ამით არის განპირობებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას მოუწოდებს კომისიის საქმიანობაში ჩაერთონ და ქართველი ხალხის ხმა მოისმინონ.
„მე მათ მივმართე, სად აპირებენ ოქტომბერში არჩევნებზე გასვლას, ქართველი ხალხის არჩევნებს ელოდებიან თუ საკუთარი მფარველებისგან ელოდებიან მანდატს? ქართველი ხალხის არჩევანი უნდა იყოს, საბოლოო ჯამში, მოისმინონ, რა უნდა ქართველ ხალხს და მოიქცნენ ისე, როგორც უნდა ქართველ ხალხს. მე მათ მოვუწოდე და იმედი მაქვს, ჩაერთვებიან ამ კომისიაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებას იმისთვის, რათა ის დაუყოვნებლივ შევიდეს ძალაში, ¾ სჭირდება, ხოლო ორი მოწვევის პარლამენტის პირობებში სჭირდება 2/3 და აქ სწორედ ოპოზიციის ხმებია საჭირო.
„ქართველი ხალხი ძალიან კარგად დააკვირდება და ვნახოთ, რომელ ღილაკს მიაჭერენ თითს, როდესაც კენჭისყრა იქნება. მათ რთული არჩევანი აქვთ, უნდა აირჩიონ ქართველ ხალხსა და საკუთარ უცხოელ მფარველებს შორის; ეს არჩევანი აქვთ და ვნახოთ, რა არჩევანს გააკეთებენ. რა არჩევანსაც გააკეთებენ ამ კანონთან დაკავშირებით, შემდეგ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს მათთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.