შალვა პაპუაშვილი – ჩვენ გარშემო ყოველდღიურად იცვლება უსაფრთხოების გარემო და საქართველო ამ ყველაფერში არის უსაფრთხოების კუნძული

ჩვენ გარშემო ყოველდღიურად იცვლება უსაფრთხოების გარემო და საქართველო ამ ყველაფერში არის უსაფრთხოების კუნძული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში გუშინწინ ვიღაცას მტრად აცხადებდნენ, გუშინ მეგობრად და დღეს ისევ ბომბავენ.
„კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ისევე როგორც მთლიანად უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობას საქართველოში. ჩვენ გარშემო რა ხდება, ხედავთ. გუშინწინ რეგიონში ვიღაცას მტრად აცხადებდნენ, გუშინ მეგობრად და დღეს ისევ ბომბავენ. ჩვენს გარშემო უსაფრთხოების გარემო ყოველდღიურად იცვლება და საქართველო ამ ყველაფერში უსაფრთხოების კუნძულია, იმ თავმდასხმების მიუხედავად, რომელსაც, სამწუხაროდ, ბრიუსელის მიერ დაფინანსებული ჯგუფები ახორციელებენ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს უსაფრთხოების სისტემაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გამყრელიძე – „გაპრეზიდენტების“ შემთხვევაში, მარატ კამბოლოვი მზად იქნება ხელი მოაწეროს ყველაფერს, მათ შორის რუსეთის სივრცეში ანექსირებას – ეს ძალიან დიდი ინსტრუმენტია რუსეთის ხელში, მორჩილებაში ამყოფოს საქართველოს ხელისუფლება