შვეიცარიის საელჩოს – თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებით – ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი

თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებით. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მრავალჯერადი საჯარო მიმართვის მიუხედავად, ზოგიერთი დონორის მსგავსად, არც შვეიცარიის საელჩო ასაჯაროებს, თუ ვის და რა მიზნით აფინანსებს.
„მორიგი ცრუ ნარატივი FARA-ს ამერიკულ კანონთან დაკავშირებით.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ მრავალჯერადი საჯარო მიმართვის მიუხედავად, ზოგიერთი დონორის მსგავსად, არც შვეიცარიის საელჩო ასაჯაროებს, თუ ვის და რა მიზნით აფინანსებს. ეს მაშინ, როცა არსებობს ფაქტები, როცა უცხოური ფული სიძულვილის, ძალადობის და პროპაგანდის დასაფინანსებლად გამოიყენება, რაც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების მშვიდობიან განვითარებას.
ჩავთვალოთ, რომ ეს კიდევ ერთი მიმართვაა შვეიცარიის საელჩოს მიმართ – თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებით. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი“, – წერს პაპუაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ