შეიკრიბა ყველა „ომის პარტია“ და აქვთ საერთო „ომის ქარტია“ , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც შეაფასა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია“.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ერთსა და იმავე მდინარეში შედის.
„დააანონსეს კიდეც, პირველი: დააანონსეს, რომ არჩევნების შემდეგ იქნება რეპრესიები და რეპრესიები ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის სტილში დაანონსდა. ამიტომ, თავისთავად უკვე გასაგებია საითკენ არის მოწადინებული ეს ე.წ. ერთობა. საბოლოო ჯამში, ამ ერთობის მიზანია, მოსახლეობა ვერანაირად რომ ვერ დაარწმუნეს, თითქოს ცალ-ცალკე ძალები არიან, საბოლოო ჯამში, შეიკრიბნენ იმ ერთიან ფანჩატურში, რომელშიც ისინი არაერთხელ იყვნენ. პრინციპში,ერთი და იგივე მდინარეში შედის ოპოზიცია და კარგიაა, რომ საბოლოო ჯამში, აქამდე მივიყვანეთ ჩვენ ოპოზიცია, საერთო ჯამში კვლავ ერთ ფანჩატურში შეიკრიბნენ, ზუსტად იგივე მდინარეში შევიდნენ, სადაც იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2020 წელს. საბოლოო ჯამში, შედეგი ყოველთვის ერთია. კარგია, რომ ის ფარსი, რომლის მიყიდვასაც საქართველოს მოსახლეობისთვის ცდილობდა ოპოზიცია, თითქოს სხვადასხვა ძალები იყვნენ ეს ფარსი ჩვენ დავასრულებინეთ ოპოზიციას და მათ შორის, გამჭვირვალობის კანონმა ეს შედეგიც საერთო სახის ჩვენებით კიდევ ერთხელ გამოიღო“ ,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი კონსტიტუციის უხეშ დარღვევაშიც დაადანაშაულა.
„მეორე ასპექტია მნიშვნელოვანი, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ამით კიდევ ერთხელ ცხადად, თან ელჩების თანდასწრებით, კიდევ ერთხელ დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა იმით, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციიდან ერევა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საარჩევნო კამპანიაში სახავს საარჩევნო სტრატეგიას, საარჩევნო მიზნებს, არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების გეგმებს და ა.შ. ეს არის კონსტიტუციის მარტივად დარღვევა, კონსტიტუციის უკვე მეორე სახის დარღვევას. ელჩებიც იქ იყვნენ. ახლა, საინტერესოა საერთაშორისო ან თუნდაც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები,რომლებიც ძალიან მგრძნობიარე არიან ხოლმე სხვადასხვა რესურსების გამოყენება-არგამოყენების საკითხების განხილვაში აქაც “ფართოდ დახუჭული” თვალებით შეხედავენ ამ კონსტიტუციის დარღვევას, თუ ჩვენ ვიხილავთ რეაქციას სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან იმაზე,რომ ეს არის საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა,როდესაც პრეზიდენტის სტატუსი მქონე ადამიანი საარჩევნო კამპანიაში ერევა“ ,- განაცხადა პაპუაშვილმა.