შალვა პაპუაშვილი – შარშან უცხოელი აქტორი იყო, ვინც პირველად ახსენა ტერმინი „რუსული კანონი“ – ყველა, ვინც ავლებს პარალელს, ან წაკითხული არ აქვს, ან არაკეთილსინდისიერია, რადგან რუსეთთან რაიმე სახის შედარება, არის წმინდა ტყუილი

ვინც ავლებს პარალელს რუსულ კანონთან, ან წაკითხული არ აქვს არც ერთი და არც მეორე, ან არაკეთილსინდისიერია, იმიტომ, რომ რუსეთთან რაიმე სახის შედარება, ეს არის წმინდა ტყუილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ს თქმით, შარშან „აგენტების შესახებ კანონის“ ინიცირებისას ქართულ საზოგადოებაზე დეზინფორმაციული შტურმი მოეწყო.
მისივე განცხადებით, უცხოელი აქტორი, ვინც აღნიშნული კანონი პირველად მოიხსენია „რუსულ კანონად“ საქართველოში -ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი იყო.
„შარშან რაც მოხდა, ეს იყო დეზინფორმაციული შტურმი ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც დისკუსია მთლიანად ჩაახშეს დეზინფორმაციული შტურმით და გარკვეული ხმაურით ამასთან დაკავშირებით. შინაარსში არც კი შემოვიდნენ, ვინმემ რამე შინაარსობრივი არგუმენტი საერთოდ თქვა გარდა [ტერმინი რუსული კანონის] დაბრენდვისა?
სხვათაშორის შარშან ერთ-ერთი უცხოელი აქტორი იყო ამის ინიციატორი, ვინც პირველად ახსენა ტერმინი „რუსული კანონი და რუსული სტილის კანონი“ და აქედან წამოვიდა მთელი ეს ტყუილის კასკადი, როდესაც ამერიკულ კანონს დაარქვეს რუსული კანონი.
ყველა, ვინც ავლებს პარალელს[რუსულ კანონთან], ან წაკითხული არ აქვს არც ერთი და არც მეორე კანონი, ან არაკეთილსინდისიერია იმიტომ, რომ რუსეთთან რაიმე სახის შედარება, ეს არის წმინდა ტყუილი. შარშან იყო დეზინფორმაციული შტურმი და მთლიანი ჩახშობა დისკუსიისა, ამის შემდეგ საზოგადოებამ ბევრი რამე გაიგო. მათ შორის „დროას“ დაფინანსების შესახებ, ასევე, მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანია, რომელსაც „სირცხვილია“ აწარმოებდა, აფინანსებდა ევროპის დემოკრატიის ფონდი და ეროვნული დემოკრატიული ფონდი. ისინი აფინანსებდნენ მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანიას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.