შალვა პაპუაშვილი – ყველაზე მარტივია, NED-ის ყველა პროექტი გაასაჯაროონ, ხომ ყველაფერი გამჭვირვალეა? ხომ ამბობენ, რომ ქართველი ხალხის სიკეთისთვის აკეთებენ ამას, არაფერი დასამალი არაა და ეს მეგობრული ფულია – რატომ არის საჯაროობის შიში?

ყველაზე მარტივი არის, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) ყველა პროექტი გაასაჯაროონ. ხომ ყველაფერი გამჭვირვალეა? ხომ ამბობენ, რომ ქართველი ხალხის სიკეთისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს, არაფერი დასამალი არაა და ეს მეგობრული ფულია. რატომ არის საჯაროობის შიში? – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ექვსი განცხადების გაკეთების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა, გააკეთონ ის, რაც მათზეა დამოკიდებული – გაასაჯაროონ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) ყველა პროექტი.
„ყველაზე მარტივი ხომ არის, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) ყველა პროექტი გაასაჯაროონ. ის დაფინანსებულია აშშ-ის ბიუჯეტიდან, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი იქნება ამ საკითხებში ჩართული. ექვს განცხადებას, უფრო მარტივი არაა, თქვან, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და აი, აქ დევს NED-ის დაფინანსება. რატომ არ ასაჯაროებენ? ხომ უმარტივესი კითხვაა? ხომ ყველაფერი გამჭვირვალეა? ხომ ამბობენ, რომ ქართველი ხალხის სიკეთისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს, არაფერი დასამალი არაა და ეს მეგობრული ფულია. რატომ არის საჯაროობის შიში? ეს ყველაფერი არის არა არგუმენტები, არამედ დოგმები, რომ გადაგვახვევინებს თუ არა [ევროინტეგრაციის გზიდან]. წარმოდგენაც კი შეუძლებელია, საერთოდ როგორ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში, რომ ასეთ მარტივ ჭეშმარიტებებზე გვიწევს საუბარი, რომ რაღაც იყოს საჯარო. გუშინ კომიტეტის სხდომაზე ხომ ვნახეთ, რომ ყველა თანხმდება, რომ უნდა იყოს საჯარო – ყველა თანხმდება, ენჯეოებიც და ოპოზიციაც. მეორე კითხვა – რატომ არ არის საჯარო? ექვსი განცხადების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა, გააკეთონ ის, რაც მათზეა დამოკიდებული. კანონის მიღება ან არ მიღება ხომ არ არის მათზე დამოკიდებული. მათზეა დამოკიდებული ის, რომ თქვან, ყველაფერი არის გამჭვირვალე, – აი, ეს არის NED-ის დაფინანსება. სხვათა შორის, ეს ფონდი პირადად მე რამდენჯერმე დამპირდა, რომ გაასაჯაროებდა ამას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება კანონი – 14-დან 28 მაისამდე, შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შემდეგ მისი ასახვა ვეტოს კანონპროექტში