შალვა პაპუაშვილი – უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გამოყენების რისკია იმისთვის, რომ უცხო ძალებმა საკუთარი დღის წესრიგი გაატარონ – 2028 წლის 28 ოქტომბერს იქნება და ვისაც აქვს სურვილი, ხმა დააფიქსიროს, მოემზადოს და ჩამოვიდეს

უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გამოყენების რისკი არსებობს იმისთვის, რომ უცხო ძალებმა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატარონ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლითაც ქართველ ემიგრანტებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში ექნებათ.
მისი თქმით, საპარლამენტო 2028 წლის 28 ოქტომბერს იქნება და ვისაც აქვს სურვილი, აქვს შესაძლებლობა, საკუთარ სამშობლოში ჩამოვიდეს და ხმა მისცეს.
„რამდენიმე საკითხია, რაც არის ფაქტი – პირველი, საქართველოს არჩევნების მიმართ არსებობს გარე ძალების ინტერესი. ჩვენ ეს 2024 წელს განსაკუთრებით თავხედურად დავინახეთ, როდესაც მათ შორის საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩი პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. არაფერს ვსაუბრობ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებზე, პარლამენტის წევრებზე, მინისტრებზე, რომლებიც არა უბრალოდ სიტყვით იყვნენ აგიტაციაში ჩართული, არამედ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. შემდეგ ამას მოჰყვება საქართველოს მიმართ მტრული პოლიტიკა ზოგიერთი ქვეყნის თუ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს ინტერესი არათუ დაიკლებს, არამედ კიდევ უფრო მაღალი, უხეში და თავხედური იქნება. მეორე-ჩვენ ვნახეთ, რომ უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გამოყენების რისკი არსებობს იმისთვის, რომ უცხო ძალებმა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატარონ. ეს ჩვენ სხვადასხვა მაგალითზე ვიხილეთ, მათ შორის ერთი მაგალითი მოვიყვანე, როგორ იყო ჩართული გერმანიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ხელისუფლების წარმომადგენელი ამომრჩეველზე აგიტაციის და ზეწოლის საკითხში, როდესაც ის თავად აორგანიზებდა ამომრჩევლების აქტივობას გერმანიაში. მათ შორის, ვიხილეთ, როგორ იყენებდნენ დიასპორის წარმომადგენლებს, ქართველებს ქართველების წინააღმდეგ. როგორ დგებოდა უცხო ქვეყნებში მყოფი ქართველების სიები იმისთვის, რომ ისინი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში ჩაეშვათ, მათი დეპორტაცია წაექეზებინათ და დაეშინებინათ იმით, რომ თუკი ისინი ხმას არ მისცემდნენ ისე, როგორც მიუთითებდნენ, შესაძლოა ამ ყველაფრის შედეგი მათი დეპორტაცია ყოფილიყო. , ევროკავშირის ქვეყნები ჩივიან იმაზე, რომ არის უცხო ჩარევა მათ არჩევნებში. ამიტომ, ჩვენ ვიყურებით წინ, რომ არჩევნებზე უცხოეთიდან მავნე ზეგავლენა ხელისუფლების თუ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან არ იყოს და ეს რისკები გამოირიცხოს. ამიტომ, ჩვენ უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ემიგრანტებზე ვზრუნავთ, რომლებიც 2024 წელს წნეხის ქვეშ იყვნენ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „2024 წლის არჩევნების წინ ფაქტობრივად, მტრული გარემო იყო შექმნილი იმ ამომრჩევლის წინააღმდეგ, რომელიც არ აჰყვა ზოგიერთი უცხო ქვეყნის ლიდერის პოზიციას და მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ არ გამოდიოდა“.
-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში ვხედავდით ამას და იქაურმა ხელისუფლებამ მათ დასაცავად არაფერი გააკეთეს. თითი თითზე არ დაუკარებია არცერთ ამ ხელისუფლებას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების საარჩევნო უფლება დაცული ყოფილიყო და არჩევნებში მონაწილეობა წნეხის გარეშე მიეღოთ. ამიტომ, ჩვენ ვთქვით, რომ უცხო ქვეყნის იურისდიქციაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. როდესაც უცხო ქვეყნის იურისდიქციაში არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი პოტენციური სამიზნე არიან ამგვარი წნეხის, რომელიც უკვე არის და აშკარაა. ამიტომ, ჩვენი ემიგრანტების წნეხისგან დასაცავად არის ეს გადაწყვეტილება მიღებული, რაც თავის მხრივ, მათ აძლევთ ყველანაირ შესაძლებლობას, რომ საკუთარ სამშობლოში 4 წელიწადში ერთხელ ჩამოვიდნენ და აქ ხმა მისცენ. წინასწარ არის ცნობილი- 2028 წლის 28 ოქტომბერს იქნება საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ, ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ საკუთარი პოლიტიკური ხმა დააფიქსიროს, აქვს შესაძლებლობა, 2028 წლის 28 ოქტომბრისთვის მოემზადოს, საკუთარ სამშობლოში ჩამოვიდეს და ხმა აქ მისცეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.