შალვა პაპუაშვილი: „საქართველო ლიდერია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის“

„2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია. ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერს სოციალურ ქსელ X-ში.
როგორც პაპუაშვილი წერს, საქართველო ასევე პირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის (TheWJP-ის მიხედვით) და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში:
„დემოკრატიული და ეფექტიანად მოქმედი ინსტიტუტების მშენებლობა და მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდა ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავია. ფაქტები თავის თავზე მეტყველებენ – საქართველო, როგორც ეკონომიკური ზრდით, ისე ინსტიტუციური განვითარებით, ლიდერია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის. დემოკრატიული და მოქმედი ინსტიტუტების მშენებლობა და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაზრდა – აი რა არის საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანი. ფაქტები ყველაფერზე მეტყველებენ – საქართველო ორივე განზომილებაში ლიდერობს“.
ევროკავშირმა სა და მოლდავეთთან მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადასვლა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად გამოაცხადა.
მოლაპარაკებების გახსნა საქართველოსთვისაც შემდეგი ეტაპია და ის იმ რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული, რომლებიც ქვეყანას კანდიდატის სტატუსთან ერთად მიეცა.
საკითხს ევროკავშირი 2024 წლის ბოლოს განიხილავს.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოს მოლაპარაკებების თითოეული ეტაპის გახსნისა და დახურვისათვის კავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფოს თანხმობა ესაჭიროება.

ასევე დაგაინტერესებთ