– სანქციების გვერდის ავლის აღკვეთა არა ვალდებულება, არამედ ჩვენი კეთილი ნებაა – როდესაც ბრიუსელი ამ კეთილ ნებას, მის მიერ დაქირავებული „ენჯეოების“ თავდასხმით პასუხობს, ეს საქართველოს მიმართ მათ საბჭოთა დამოკიდებულებას ამჟღავნებს

ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს ს მიმართ ორმხრივი სანქციები დაწესებული არ აქვს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის აღკვეთა არა საქართველოს ვალდებულება, არამედ ჩვენი კეთილი ნებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ფეისბუქზე“ წერს.
აღნიშნულით პაპუაშვილი ეხმაურება „მითების დეტექტორის“ შეფასებას, რომ სანქციების გვერდის ავლის რისკთან დაკავშირებით საქართველოს საქმიანობაზე ევროკავშირის წერილის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები „მანიპულაციაა“.
როგორც ის აღნიშნავს, როდესაც ბრიუსელი ამ კეთილ ნებას, მის მიერ დაქირავებული „ენჯეოების“ თავდასხმით პასუხობს, ეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ ბრიუსელის საბჭოთა დამოკიდებულებას ამჟღავნებს
,,საინტერესოა, რომ ბრიუსელი ჩვენ მიერ სანქციების სისტემის დაცვას ამგვარი დაფინანსებული პროპაგანდით პასუხობს.
ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს ს მიმართ ორმხრივი სანქციები დაწესებული არ აქვს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის აღკვეთა არა საქართველოს ვალდებულება, არამედ ჩვენი კეთილი ნებაა.
როდესაც ბრიუსელი ამ კეთილ ნებას, მის მიერ დაქირავებული „ენჯეოების“ თავდასხმით პასუხობს, ეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ ბრიუსელის საბჭოთა დამოკიდებულებას ამჟღავნებს. ამაზე ითქმის მადლობის მაგიერიო“, – წერს პაპუაშვილი.