შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი მოგვიწოდებს, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს?- გაიმეოროს კიდევ ერთხელ

სამარცხვინოა, როდესაც ვინმე ცდილობს, რომ საქართველოს პარლამენტში განსახილველ პროექტებს და მიღებულ კანონს დაარქვას სხვა ქვეყნის სახელი. იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტი და ინსტიტუცია და არ უნდა აკადროს, მით უმეტეს ადამიანმა, რომელსაც აქვს ის პოზიცია, რომელიც ქალბატონ სალომეს აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
ს თქმით, პრეზიდენტის მიერ ტერმინის „რუსული კანონი“ „დაბრენდვა“ მიუღებელია.
„ჩვენს უკან დგას მილიონი ამომრჩეველი, რომელმაც უშუალოდ ჩვენ დაგვიჭირა მხარი და ჩვენ მათ შორის ვსაუბრობთ მინიმუმ 1 მილიონი საქართველოს მოქალაქის სახელით. თუკი საქართველოს პრეზიდენტის პოზიციის მქონე ქალბატონი სალომე, საქართველოს მილიონ მოქალაქეს ასეთი ტერმინებით მიმართავს, ეს რა თქმა უნდა, არ არის სწორი და არის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა. აბსოლუტურად მიუღებელია ასეთი დაბრენდვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების მიერ ევროპული გზიდან გადახვევაზე ისაუბრა, თუმცა ისეთი მაგალითები დაასახელა, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სთვის სანქციების დაწესებისკენ მოწოდებით საქართველოს პრეზიდენტი ეკონომიკური კოლაფსისა და სამხედრო დაპირისპირების რისკის ზრდისკენ მოგვიწოდებს.
„დღეს საკმაოდ დამაფიქრებელი განცხადება გააკეთა ქალბატონმა სალომემ, როდესაც მან თქვა, რომ თითქოს ევროპულ გზას გადაუხვია[ხელისუფლებამ] და სამი მაგალითი დაასახელა, რომელიც წარმოშობს ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს, თუ რა არის მისი რეალური განზრახვები. მან თქვა, გადავუხვიეთ იმით, რომ არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს. ანუ ის მომხრეა, რომ ჩვენ რუსეთს სანქციები დავუწესოთ? ეს უნდა განაცხადოს მან. მერამდენედ უნდა შემოიტანონ ეს თემა, როდესაც ოპოზიციაც კი ვეღარ საუბრობ ამაზე, როდესაც მთლიანი საზოგადოება შეთანხმდა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს საქართველოს ეკონომიკურ კოლაფსს და რისკს საომარ, სამხედრო დაპირისპირებაში შესვლისა რუსეთთან. ამისკენ მოგვიწოდებს ქალბატონი სალომე, როდესაც ამბობს, რომ დავუწესოთ სანქციები? თურმე ქალბატონი სალომე მოგვიწოდებს, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს? გაიმეორეს ეს კიდევ ერთხელ.
მან თქვა, რომ არ გვაქვს სრული თანხვედრა ევროპის საგარეო პოლიტიკასთან. განცხადებების და ინსტრუმენტების 100%-დან 20% ევროკავშირისა, შეეხება რუსეთისთვის სანქციების საკითხს. ანუ აქაც მოგვიწოდებს, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს? ეკონომიკური კოლაფსი და სამხედრო დაპირისპირების რისკი, ამისკენ მოგვიწოდებს?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.