შალვა პაპუაშვილი – საკუთარი ფულის დახარჯვაც არ უნდა ბრიუსელს იმისთვის, რომ აღადგინოს – ახლა ფიქრობენ რუსეთს რა წაართვან, ფიზიკურ პირებს რა წაართვან, აბრამოვიჩზეც იყო საუბარი და ასე შემდეგ

საკუთარი ფულის დახარჯვაც არ უნდა ბრიუსელს იმისთვის, რომ აღადგინოს . ახლა ფიქრობენ რუსეთს რა წაართვან, ფიზიკურ პირებს რა წაართვან, აბრამოვიჩზეც იყო საუბარი და ასე შემდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელი უკრაინას მხარდაჭერას ჰპირდებოდა, მაგრამ ახლა, როცა ომია, უყურებს იმას, ფული საიდან მოიტანოს.
„ვინც სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებს, მოგვიწოდებს ესკალაციისკენ. ის, ვინც მოგვიწოდებს ესკალაციისკენ, მოგვიწოდებს შესაძლო სამხედრო კონფლიქტისკენ. ასეთ რაღაცებს რა თქმა უნდა, არ ვასრულებთ. ხედავთ, ამაზე გაბრაზებულები როგორ იქცევიან. ვერ გამოგვიყენეს ინსტრუმენტად იმისთვის, რომ აქ ცეცხლი დაენთოთ ს გარშემო და ჩვენ მარიონეტი ვყოფილიყავით ისე, როგორც უკრაინას იყენებენ დღეს ზოგიერთი ძალები ს წინააღმდეგ მარიონეტად. ეს -ის სახელმწიფო მდივანმაც დაადასტურა, რომ ეს არის მარიონეტული ომი. ვიღაცას ზუსტად ასე უნდოდა, რომ ჩვენ მარიონეტული ომის ინსტრუმენტი ვყოფილიყავით. მერე ახლა როგორც უკრაინასთან არის, ვაი ვიშვიში ყოფილიყო, ფულს საიდან გამონახავენ. დღეს რასაც ვუყურებთ, მეორე განზომილება რაც არის, არის უპასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ბრიუსელის მხრიდან უკრაინის მიმართ ვხედავთ. თქვენ გახსოვთ, 2022 წლის აპრილში, პარაფირებული იყო შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის, სტამბოლის შეთანხმებად ცნობილი. გახსოვთ, რომ მ, რომელიც მაშინ უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ის პირობები იყო უკრაინისთვის მისაღები, იმ შეთანხმების პარაფირება მოხდა, სხვათა შორის შეთანხმება შედგა, თუმცა შემდეგ ჩავიდა ბორის ჯონსონი, ევროპელების, ბრიტანეთის თუ ვისი სახელითაც ჩავიდა და პირდაპირ უთხრა – არანაირი შეთანხმება, მოდი ვიბრძოლოთო. ფაქტობრივად, 4 წელი გავიდა უკვე, რაც ბორის ჯონსონის იქ ჩასვლით ჩაიშალა სამშვიდობო შეთანხმება და დღეს საუბარია შესაძლოა, უარეს შეთანხმებაზე. ყოველ შემთხვევაში, იმ შეთანხმებაზე უკეთესი, რაც განიხილება და გარეთ გამოდის, არცერთი არ არის. უფრო მეტიც, იმ შეთანხმებაში საუბარი იყო, რომ მაგალითად, ს საკითხი გადაიწევდა 10-15 წლით და საერთაშორისო დისკუსიის ნაწილი იქნებოდა. იმ შეთანხმებაში, რომელიც რატიფიცირებული იყო ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში, ეწერა, რომ დონბასის და ამ რეგიონის საკითხები გაიყინებოდა და გადაწყდებოდა. დღეს ამაზე საუბარი აღარ არის. ხედავთ, რომ პირდაპირ მოთხოვნა არის, დათმოს და უკრაინამ რუსეთის კონტროლის ქვეშ გასვლა აღიაროს. უკვე 4 წელი გადის, რაც სამშვიდობო შეთანხმება ჩაშალეს. დღეს უარესი თუ არ იქნება, იმაზე უკეთესი პირობების შეთანხმება არ არის. ამასობაში, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქეები. როცა ეუბნებოდნენ, ბოლომდე თქვენთან ვარ, თქვენს გვერდით ვიქნებით, დღეს ბრიუსელი დგას და უყურებს იმას, ფული საიდან მოიტანოს. საკუთარი ფულის დახარჯვაც არ უნდა ბრიუსელს იმისთვის, რომ აღადგინოს უკრაინა. ახლა ფიქრობენ რუსეთს რა წაართვან, ფიზიკურ პირებს რა წაართვან, აბრამოვიჩზეც იყო საუბარი და ასე შემდეგ. აქეთ-იქით იყურებიან და თავისი ფულის დახარჯვა არ უნდათ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }