შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილის და ნავალნის შედარება უინტერესოა – სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა და რეჟიმი შექმნა

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკითხი არის მარტივად, ის გახლავთ სისხლის სამართლის დამნაშავე და ყოველგვარი შედარება უინტერესოა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა საკუთარი სასჯელის ყოველი დღე მოიხადოს.
მისი თქმით, ეს არის მათი პასუხისმგებლობა ს რეჟიმის მსხვერპლების წინაშე.
„ყოველგვარი შედარება ზოგადად უინტერესოა. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკითხი არის მარტივად – ის გახლავთ სისხლის სამართლის დამნაშავე, თან არა მსუბუქი დანაშაულისთვის, არამედ ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების სისტემა და რეჟიმი საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მან საკუთარი სასჯელის ყოველი დღე მოიხადოს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლების წინაშე. ნებისმიერი შედარება ყოველგვარ მიზანს არის მოკლებული. ჩვენთვის მთავარი ფოკუსი არის მიხეილ სააკაშვილი, როგორც დამნაშავე. მან უნდა მოიხადოს საკუთარი სასჯელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.