შალვა პაპუაშვილი – როცა ვხედავთ, კრიმინალები ევროპაში თავისუფლად გადაადგილდებიან, რა ვქნათ, გავჩუმდეთ?! – ვინც საქართველოს მიერ დაწესებულ სანქციებს არღვევს, სანქციების დარღვევა მათ შეწყვიტონ და დამნაშავეები გადმოგვცენ

როდესაც ვხედავთ, რომ კრიმინალები ევროპაში თავისუფლად გადაადგილდებიან, რა ვქნათ – გავჩუმდეთ?! გამოსავალი არის არა გაჩუმება, ჩაჩუმება და ცენზურა, არამედ ღია საუბარი – ის ვინც, საქართველოს მიერ დაწესებულ სანქციებს არღვევს, სანქციების დარღვევა მათ უნდა შეწყვიტონ და დამნაშავეები გადმოგვცენ! – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებთან ზურაბ ადეიშვილთან, დავით კეზერაშვილთან და გია ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით გააკეთა.
პაპუაშვილის თქმით, პრობლემა მათ მხარესაა, ვინც ტოლერანტულია კრიმინალების მიმართ. პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ამაზე ყველა ევროპელი პარტნიორი დაფიქრდება და საქართველოს დამნაშავეებს გადმოსცემს.
“მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მხრიდანაც მკაფიოდ დაფიქსირდეს პოზიცია, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავის ბერლინსა და ბრიუსელში მაღალ დიპლომატიურ დონეზე მიღებას უკავშირდება. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს არ იყო მისი ყოფნა მხოლოდ ბუნდესტაგის ვიზიტორების ლოჟაში ან მხოლოდ შეხვედრა ერთ წარმომადგენელთან ევროკომისიაში – ეს იყო შეხვედრების სერია. ზურაბ ადეიშვილი მონაწილეობდა გერმანიის იუსტიციის მინისტრთან, გენერალურ პროკურორთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაში. ბრიუსელში ის მონაწილეობდა მართლმსაჯულების საკითხთა კომისართან შეხვედრაში. ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისართან შეხვედრასა და სხვადასხვა დირექტორატის ხელმძღვანელებთან შეხვედრაში.
რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები უწყობს იმას, რომ გააძლიეროს და კითხვები გააჩინოს თუ რამდენად ერთგულია ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი იმ ღირებულებებისა, რომელსაც ჩვენ და ევროკავშირი ვიზიარეთ სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის მხრივ. ეს ეწინააღმდეგება მათ შორის იმ ცხრა პრიორიტეტს, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარია – პირველივე პრიორიტეტს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. რა არის დეზინფორმაცია, თუ არა როდესაც ხდება ადეიშვილის წარმოჩენა როგორც ადამიანისა, რომელთანაც შესაძლებელია მაღალ დიპლომატიურ დონეზე საუბარი და მისი ამ შეხვედრების წარმოჩენა ნორმალურ ჭრილში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის იმასაც ამბობს, რომ ადეიშვილთან გამართული შეხვედრების გარდა, კიდევ უფრო დამაფიქრებელი გერმანიისა და ევროკავშირის საელჩოების მიერ გავრცელებული განცხადებები იყო.
პაპუაშვილის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ქართველ ხალხს საელჩოების მხრიდან მოესმინა წუხილი იმის თაობაზე, რომ ასეთი შეხვედრები შედგა, განცხადებებმა დატოვა აღქმა იმისა, რომ ადგილი ჰქონდა ადეიშვილთან ამ დონეზე შეხვედრების ნორმალიზების მცდელობას.
“ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ძალიან ვწუხვარ, რომ საელჩოებს ასეთი რეაქცია ჰქონდათ იმ სამართლიან აღშფოთებაზე, რომელიც საზოგადოებაში იყო. ქართველი ხალხი მოელის, რომ ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომლისკენაც ჩვენ ევროკავშირში ვისწრაფვით, ასევე იქნება გაზიარებული ევროპის ყველა დედაქალაქში, ყველა დონეზე და იქნება რეაგირებები.
ქართველ ხალხის მიმართ ხან – 12, ხან – 9 პრიორიტეტზე იყო საუბარი – ქართველ ხალხს აქვს ერთი, მაგრამ ძალიან მკაცრი პრიორიტეტი ევროკავშირთან მიმართებაში – ეს არის ის, რომ ევროკავშირი არ უნდა იქცეს სივრცედ, სადაც თავს ქართველი კრიმინალები აფარებენ – არ უნდა მოხდეს იმ ადამიანებთან ურთიერთობის ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა, რომელთაც საქართველოში წამების, ადამიანის ღირსების შელახვის და ბიზნესის რეკეტის სისტემა შექმნეს.
ზურაბ ადეიშვილი არის ში გენერალური პროკურორის მრჩეველი და ერთ-ერთი მთავარი ადამიანი მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით. მისი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ბრალდებულია ს საქართველოში შემოპარვაში. დავით კეზერაშვილი თავს აფარებს ევროკავშირს – ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარი აღიარებითვე საქართველოში რადიკალურ პარტიებს, მედიასა და ენჯეოებს აფინანსებს. დღეს ის თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირში – მათ შორის ყვლეფს და ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა იმ აღქმებსა და ღირებულებებზე, რომელთანაც ევროკავშირი უნდა იყოს დაკავშირებული.
როდესაც ვხედავთ, რომ ქართველი კრიმინალების დაწინაურებას უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა შტოში, ეს ქართველი ხალხი მიერ გამოჩენილ გვერდში დგომას არ შეესაბამება. მნიშვნელოვანია უკრაინის ხელისუფლებამ ურთიერთობების გამოსწორება ამით დაიწყოს და საქართველოს კრიმინალები გადმოსცეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ