შალვა პაპუაშვილი – რეზოლუციები გვინახავს სააკაშვილის გათავისუფლებაზე – იგივე ჯგუფი გვეუბნებოდა, რომ კრიმინალი უნდა ყოფილიყო გარეთ, თუ კანდიდატის სტატუსი გვინდოდა – სააკაშვილი ციხეშია, ჩვენ გვაქვს სტატუსი

პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებით, ხელისუფლებას ადრეც მოუწოდებდნენ, რომ სააკაშვილი თუ არ გათავისუფლდებოდა, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ მიიღებდა.
შალვა პაპუაშვილი ამ განცხადებით ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის განხილვას გამოეხმაურა, რომელშიც მოთხოვნილია სა და კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირება.
„რაც შეეხება რეზოლუციებს, ჩვენ რეზოლუციათა რეზოლუციები გვინახავს სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ახლაც იმედია ჩაწერენ, აბა სხვა რა იქნება. წარსულის გაკვეთილი გვეუბნება, რომ ზუსტად იგივე ჯგუფი გვეუბნებოდა, სააკაშვილის გათავისუფლება რომ არა, კანდიდატის სტატუსი არ იქნებოდა, რომ კრიმინალი უნდა ყოფილიყო გარეთ, თუ კანდიდატის სტატუსი გვინდოდა. ამას ითხოვდა ხალხი, აქციებს მაშინაც ატარებდა ოპოზიცია. სააკაშვილი ციხეშია, ჩვენ გვაქვს კანდიდატის სტატუსი. იგივე ჯგუფი ითხოვდა და დღესაც ითხოვს, რომ დავაწესოთ სანქციები ს მიმართ. სხვათა შორის, ზოგიერთთან როცა მქონია საუბარი და ვესაუბრე იმაზე, რა რისკებს შეიცავს ორმხრივი სანქციების დაწესება რუსეთისთვის, ეს არის სამხედრო დაპირისპირებაში შესვლის და ეკონომიკური კოლაფსის რისკი, ამაზე პასუხი ზოგიერთის მხრიდან იყო: „რას იზამ, ყველა ჩვენ საფასურს ვიხდით“. ბოდიში მოგვითხოვია, მაგრამ არ ვაპირებთ, რომ საფასური იყოს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, მის საპირწონედ დაყენებას არ ვაპირებთ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოთხოვნაზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს, კენჭისყრას კი 25 აპრილს გამართავს. შესაბამისი რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით – “საქართველოში უცხოური აგენტების კანონპროექტის ხელახლა წარდგენის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე” ევროპარლამენტის ვებგვერდზეა ატვირთული.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქსტატი“ – 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია – ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი: ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას – სანამ მათ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, საქართველოს ევროპულ გზაზე შანსი არ აქვს

ალექსანდრე თვალჭრელიძე – გზის ბოლოს ჩიხია… ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად