შალვა პაპუაშვილი – რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, ეს პოლიტიკური დასასრულია – როცა შენს სამშობლოს ებრძვი, ბოლოს ასე ამთავრებ

„ნაცმოძრაობა“ 20 წელი პრობლემას უქმნიდა საქართველოს და ახლა გადავიდნენ საკუთარი თავისთვის პრობლემის შექმნაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება ეს მათი პოლიტიკური დასასრულია.
„მგონი, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, დიდი ინტერესის საგანი აღარ უნდა იყოს. ეს მათი შიდა პრობლემაა. როგორც იქნა, ისინი გადავიდნენ საკუთარი თავისთვის პრობლემის შექმნაზე. ისინი აქამდე, 20 წელი პრობლემას უქმნიდნენ საქართველოს და ახლა თავად შეუქმნეს საკუთარ თავს პრობლემა. საბოლოო ჯამში, ეს ძალიან კარგია – პოლიტიკური დასასრულია. როცა შენს სამშობლოს ებრძვი, ბოლოს ასე დაამთავრებ. რაც უფრო მეტად დაიშლება და დაქუცმაცდება ეს ორგანიზაცია, მით უფრო კარგია, რადგან შეუძლებელია საქართველოში პოლიტიკური გასაქანი ჰქონდეს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე, წამების სისტემის შექმნასა და კორუფციაზე. რაც უფრო მეტად და მალე დაიშლება, მით უფრო კარგია”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას