შალვა პაპუაშვილი – პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ყოფნა გულისხმობს უფრო მეტ კონსოლიდირებას, როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის, ისე მთლიანად საზოგადოების

პოლიტიკაში ს ყოფნა გულისხმობს უფრო მეტ კონსოლიდირებას როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის, ისე მთლიანად საზოგადოების, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება „გარკვეულწილად, პოლიტიკური წლის დაგვირგვინებაა და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა პირველ ყოვლისა, „ქართული ოცნების“ გუნდისთვის და მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის“.
„პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ყოფნა გულისხმობს უფრო მეტ კონსოლიდირებას როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის, ისე მთლიანად საზოგადოების. 2024 წელი, იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია განადგურებულია, რა თქმა უნდა, თავის თავში შეიცავს ხიფათებსაც, ვინაიდან სუსტი და უუნარო ოპოზიცია, ზოგადად ჯგუფები, როგორც წესი, სწორედ ამ დროს გადადიან ხოლმე ისეთ ქმედებებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის შემდეგ მთლიანად ქვეყანას. ამიტომ, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად გუნდი და საზოგადოება შეიკრას ერთ გუნდად, რათა ყველა ის ხიფათი, რომელიც საქართველოს ქვეყნის შიგნით, თუ გარედან ელოდება, ავიცილოთ და მომავალი წლის ბოლოს, ამ დროს ყველამ ერთად აღვნიშნოთ საქართველოს გამარჯვება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ

შალვა პაპუაშვილი – ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ ევროპულ საზოგადოებას – ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან