შალვა პაპუაშვილი პარლამენტში მედიის მუშაობის შეზღუდვაზე – ეს ზომები იმისთვის არის მიღებული, რომ მოწესრიგებულად ჩატარდეს პირველი სხდომა – 2020 წლის პირველი სხდომა გახსოვთ, ამერიკის ელჩი კინაღამ მიაჭყლიტეს ჟურნალისტებმა კედელთან

ეს ზომები იმისთვის არის მიღებული, რომ მოწესრიგებულად ჩატარდეს პირველი სხდომა – 2020 წლის პირველი სხდომა გახსოვთ, ამერიკის ელჩი კინაღამ მიაჭყლიტეს ჟურნალისტებმა კედელთან, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, იმ ფაქტს, რომ 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ იმოქმედებს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გატარებული ზომები მედიასაც აძლევს შესაძლებლობას, რომ შეფერხების გარეშე იმუშაონ.
„ეს ზომები იმისთვის არის მიღებული, რათა მოწესრიგებულად ჩატარდეს პირველი სხდომა. მედიასაც გქონდეთ შესაძლებლობა, შეფერხების გარეშე იმუშაოთ. ალბათ, 2020 წლის პირველი სხდომა გახსოვთ, ვინც აქ იყავით, ამერიკის ელჩი კინაღამ მიაჭყლიტეს ჟურნალისტებმა კედელთან. ვფიქრობ, კარგი ფორმატია იმისთვის, რომ სამუშაო გარემო გქონდეს“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.