შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევაში სურს, პარლამენტის მონაწილეობა იყოს კვალიფიციური უმრავლესობით – ეს მახინჯი პრაქტიკაა

გაირკვა, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებით {ოპოზიციას} ხელმძღვანელის არჩევაში სურთ, რომ პარლამენტის მონაწილეობა იყოს კვალიფიციური უმრავლესობით – ჩვენი პოზიცია ცნობილია, კვალიფიციური უმრავლესობა მახინჯი პრაქტიკაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კვალიფიციური უმრავლესობა სინამდვილეში გადაწყვეტილების დაბლოკვის მექანიზმია ოპოზიციისთვის.
„საუბარი გვქონდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაძლიერების საკითხებზე. 8 საკითხი იყო რაც განვიხილეთ და ყველაზე ფაქტობრივად შევთანხმდით. სადაც არ არის თანხმობა არის ის, რომ როგორც ანტიკორუფციულ ბიუროსთან, ისე გაირკვა, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებით ხელმძღვანელის არჩევაში სურთ, რომ პარლამენტის მონაწილეობა იყოს კვალიფიციური უმრავლესობით. კვალიფიციური უმრავლესობა ოპოზიციის მუდმივი თემაა. მათ უნდათ, არჩევნები წააგონ და გადაწყვეტილებები მათ მიიღონ. ჩვენი პოზიცია ცნობილია, კვალიფიციური უმრავლესობა მახინჯი პრაქტიკაა, ეს გვაჩვენა ცესკოს შემთხვევამაც. რეალურად, არის მცდელობა, რომ შეიფუთოს, როგორც კონსენსუსის მექანიზმი, სინამდვილეში გადაწყვეტილების დაბლოკვის მექანიზმია ოპოზიციისთვის. ცხადია, ამ საკითხში თანხმობა ვერ გვექნებოდა. ერთი საკითხია, რომელსაც ოპოზიცია აყენებს ანტიკორუფციული ბიუროსთვის საგამოძიებო ფუნქციის მინიჭებასთან დაკავშირებით, რაც ვენეციის კომისიის პირდაპირ რეკომენდაციას არ წარმოადგენს. ვთქვით, რომ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად საგამოძიებო ფუნქციების დაქსაქსვა რომ მოხდეს. ჩვენი შეთავაზება იყო შემოვიღოთ ადმინისტრაციული წარმოების პროცესი, რომელიც გამოკვლევის ტიპის იქნება. ეს სჭირდება, რათა ქმედითი იყოს. საერთო შეთანხმება გვქონდა, რომ კარგი ინსტრუმენტი იქნება. შევთანხმდით ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის იმუნიტეტით აღჭურვასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა პაპუაშვილმა და განმარტა, რომ კანონპროექტი დაინიცირდება მომავალ კვირას, შემდეგ კი კომიტეტებზე განიხილავენ.
მისივე თქმით, ოპოზიციაში იმდენი კვალიფიციური კადრი არ ეგულებათ, რომ ყოველ ჯერზე ოპოზიციის წევრები აირჩიონ ამა თუ იმ თანამდებობაზე.
„რას ნიშნავს კვალიფიციური უმრავლესობა ოპოზიციის ხელში ნახეთ ცესკოს დროს, სახალხო დამცველის შემთხვევაში, რამდენი ხანი ბლოკავდნენ. საბოლოო ჯამში ერთადერთი გზა სახალხო დამცველის არჩევისა იყო ის, რომ ოპოზიციის წევრი ავირჩიეთ. ოპოზიციაში ამდენი კვალიფიციური კადრი არ გვეგულება, რომ ყოველ ჯერზე ოპოზიციის წევრები ავირჩიოთ ამა თუ იმ თანამდებობაზე. დიდი ნდობაც არ გვაქვს მათ მიმართ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ცაგარეიშვილი – 2030 წლისთვის საქართველოს ნავსადგურებში თავს მოიყრის გაზრდილი ტვირთნაკადი, რომლის ათვისებაც აუცილებელია განხორციელდეს საქართველოში დაარსებული საზღვაო ფლოტის და ქართული დროშით მცურავი გემების საშუალებით