– “ნეტგაზეთის” და „ბათუმელების“ ასეთი ქცევა, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ უალტერნატივოა მედიის დაფინანსების გამჭვირვალობა, რომლის გამჟღავნების წინააღმდეგაც ეს გამოცემა იბრძვის

არ ვიცი, რა ძალაა ისეთი, რომელიც ერთხელ ბოდიშმოხდილ ამბავზე კიდევ წაგიყვანს ადამიანს ცილისწამებაზე, თუ არა ადამიანური ეთიკის ელემენტარულ წესებზე გადაბიჯება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, “ნეტგაზეთის” და „ბათუმელების“ ასეთი ქცევა, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ უალტერნატივოა მედიის დაფინანსების გამჭვირვალობა, რომლის გამჟღავნების წინააღმდეგაც ეს გამოცემა იბრძვის
,,არ ვიცი, რა ძალაა ისეთი, რომელიც ერთხელ ბოდიშმოხდილ ამბავზე კიდევ წაგიყვანს ადამიანს ცილისწამებაზე, თუ არა ადამიანური ეთიკის ელემენტარულ წესებზე გადაბიჯება.
კარგია, რომ, სამართლებრივად, იმდენს მაინც მიხვდა, ეს გამოცემა, რომ ტექსტად არ აქცია ის ცილისწამება, რაც მისმა რედაქტორმა იკადრა. მაგრამ ვიდეოს სახით რომ ავრცელებენ, ესეც ბევრზე მეტყველებს.
“ნეტგაზეთის” და „ბათუმელების“ ასეთი ქცევა, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ უალტერნატივოა მედიის დაფინანსების გამჭვირვალობა, რომლის გამჟღავნების წინააღმდეგაც ეს გამოცემა იბრძვის.
“გამჭვირვალობის კანონის” არარსებობის პირობებში, უცნობია, ვინ აფინანსებს „ნეტგაზეთს“ და „ბათუმელებს“. თუმცა, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთ დეზინფორმაციულ მედიის უკან „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ (NED) და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) დგას.
ამით ყველაფერი ნათქვამია, ვინაიდან ამ ქცევაში არაფერია ქართული”, – წერს შალვა პაპუაშვილი, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხუციშვილი: მართლა ტროტუარზე გადაადგილების შეფერხება რომ იყოს პრობლემა, პირველ რიგში თავისუფლების მეტროს წინ, ლეზგინკას მოცეკვავეებს დაიჭერდნენ, ან ქუჩებში ტაატით და განცხრომით დიდ ჯგუფებად მოსიარულე რუსებს, ინდოელებს და არაბებს