შალვა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე – ეს არის ჩვეულებრივი „თვალში ნაცრის შეყრა“ ქართველი ხალხისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ხალხისთვის „თვალში ნაცრის შეყრაა“.
როგორც პაპუაშვილმა მედიას ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე უახლოესი მოვლენების შეფასებისას განუცხადა, თვალთმაქცობაა თითქოს, მიმდინარეობს პარტიის დაშლა ან პარტიიდან წევრების გამოყოფა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ თავის დროზეც არავინ წასულა, პაპუაშვილი პარტიებს: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“ , „დროა“, „ლელო“ – „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილებს უწოდებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავაც ძლიერია და 2024 წელს ხალხმა პასუხი უნდა გასცეს „ანტიქართულ გაერთიანებას“.
„საერთო ჯამში, რაც ხდება, ეს არის თვალთმაქცობა, თითქოსდა არის დაშლა, გამოყოფა, მცდელობა, რომ გათეთრდნენ იმ დანაშაულებრივი წარსულიდან, რაც მათ აქვთ და დანაშაული აწმყოდან, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობამ“ ოპოზიციაში ყოფნის დროს დაიგროვა, რომ მუდმივად ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ. არის მცდელობა, რომ ერთი ჯგუფი რაღაცნაირად გაათეთრონ, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი „თვალში ნაცრის შეყრა“ ქართველი ხალხისთვის. მთავარი სიბოროტე ქვეყანაში – ნაციონალური მოძრაობა“, მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება, რომელი ოფისში ვინ იჯდება, ეს არის იდეოლოგია, რომელსაც იზიარებს ყველა მისი დანაყოფი, მათ შორის , რომელიც ხან ცალკეა, ხან – მათთან ერთად არის. ც გამოეყო დემონსტრაციულად და პირდაპირ, არათუ აკრიტიკებდა, არამედ იყო მძიმე ურთიერთშეურაცხყოფები, დღეს ისევ „ნაციონალურ მოძრაობაშია“ ფორმალურად. იმიტომ, რომ არც არასდროს დაშლილა, არც არასდროს არვინ გამოყოფილა, „ნაციონალური მოძრაობა“ , სტრატეგია აღმაშენებელი, „გირჩი“ , „დროა“, „ლელო“ – ეს ყველა არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილები. როგორც ჩანს, მთავარი მიზანი არის, რომ მოსახლეობა დააბნიონ, თითქოს რაღაცა განხეთქილება ხდება, სინამდვილეში ეს არის ერთი ქოლგა, ერთი იდეოლოგია, ერთი პარტია თავისი არსით, რომელ ოფისში ვინ იჯდება, ამას არ აქვს მნიშვნელობა. „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ანტიქართული პოლიტიკური გაერთიანება კვლავაც არის ძლიერად და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ 2024 წელს ამ საკითხს ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა გასცეს“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ