შალვა პაპუაშვილი – ნაცვლად იმისა, ევროპელ ან ამერიკელ აქტორებს ეთქვათ, რომ მზად არიან გაასაჯაროონ აშშ-ისა და ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა პროექტი, ამის ნაცვლად, ვხედავთ კანონზე შეტევას, სტიგმატიზებას მსჯელობისა

ნაცვლად იმისა, რომ ევროპელ ან ამერიკელ აქტორებს ეთქვათ, რომ ისინი მზად არიან გაასაჯაროონ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა პროექტი, ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ ამ კანონზე შეტევას, სტიგმატიზებას მსჯელობისა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან დასანანია, რომ ღირებულებებზე საუბრის უკან სინამდვილეში ქვეყანაში ფარული დაფინანსების პრაქტიკის გაგრძელების სურვილი იმალება.
„უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა. ნაცვლად იმისა, რომ ევროპელ ან ამერიკელ აქტორებს ეთქვათ, რომ ისინი მზად არიან გაასაჯაროონ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა პროექტი, ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ ამ კანონზე შეტევას, სტიგმატიზებას მსჯელობისა და ფაქტობრივად, ძირითადი მიზანი ამ სტიგმატიზებისა არის ის, რომ დარჩეს კვლავ დაფარული ნაწილი იმ დაფინანსებისა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან საქართველოში შემოდის. დღეს ფაქტობრივად, ეს არის უკვე დადასტურებული, იმ მხრივ, რომ საერთო ჯამში, ამ კამპანიის ერთ-ერთი მიზანი არის, სწორედ ის, რომ დაფარული დარჩეს და კვლავ ჰქონდეს გარკვეულ ამერიკულ და ევროპულ ფონდებს შესაძლებლობა, რომ ფარულად საქართველოში იმუშაონ. კვლავ დააფინანსონ პოლიტიკური პარტიები, რადიკალური ჯგუფები, ისე, რომ საქართველოს მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით არაფერი უთხრან. რაც ძალიან დასანანია, რომ ღირებულებებზე საუბრის უკან სინამდვილეში ქვეყანაში ფარული დაფინანსების პრაქტიკის გაგრძელების სურვილი იმალება, რაც რა თქმა უნდა, შორს არის ევროპული, თუ ნებისმიერი სხვა ასეთი მაღალი ღირებულებისგან, მათ შორის არის ჩვენი წარმოდგენისგან – თუ როგორც წარმოგვიდგენია ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.