შალვა პაპუაშვილი – მე ვერ ვხედავ რაიმე შემაფერხებელ გარემოებას, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყოს სხვა, გარდა იმისა, რომ მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებით, ევროკომისიის დადებითი დასკვნის შემდეგ, რომლის რეკომენდაციაც არის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიენიჭოს, მოლოდინი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ოპტიმისტურია.
,,ჩვენ გვაქვს მთავარი დოკუმენტი, ეს არის ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არის პოზიტიური, რომლის რეკომენდაციაც არის კანდიდატის სტატუსის მონიჭება და მე ვერ ვხედავ რაიმე შემაფერხებელ გარემოებას, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყოს სხვა, გარდა იმისა, რომ მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ოპტიმისტურად ვუყურებ 14-15 დეკემბრის შეხვედრას ევროპულ საბჭოში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ჭეშმარიტად ევროპული გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.