შალვა პაპუაშვილი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
პარლამენტის თავმჯდომარე მეხანძრე-მაშველებს დაუღალავი შრომისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ სამშობლოს მიმართ პატივისცემას იმსახურებს მათი სიმამაცე, თავდადება და ერთგულება.
„თითოეულ მეხანძრე-მაშველს გილოცავთ პროფესიულ დღეს!
პატივს ვცემთ თქვენს სიმამაცეს, თავდადებას და ერთგულებას სამშობლოს მიმართ.
გმადლობთ დაუღალავი შრომისთვის, მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა