მარტა კოსის განცხადებაზე – სახალხო სუვერენიტეტის მიმართ მეურვეობით დამოკიდებულებას ვერავისგან შევეგუებით – ქართველი ხალხის ნების ამგვარი მისაკუთრება უკეთეს შემთხვევაში ფარისევლობაა, უარეს შემთხვევაში – სახელმწიფოს გაუქმება

როდესაც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო მინისტრების ბოლო შეხვედრაზე ზოგიერთი საგარეო მინისტრი და ევროკავშირის გაფართოების კომისარი „ქართველი ხალხის ნებას“ ახსენებს, როგორც ჩანს, მათ ქართველების უმრავლესობა სულაც არ ჰყავთ მხედველობაში – ქართველი ხალხის ნების ამგვარი მისაკუთრება, საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევითა და ევროპის სახელით, უკეთეს შემთხვევაში, ფარისევლობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში – სახელმწიფოს გაუქმება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას, რომ „საქართველოს მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული”.
მისივე თქმით, „თუ ვინმეს უნდა გაიგოს, რა სურს ქართველ ხალხს, „საკმარისია ოქტომბრის ადგილობრივი ს შედეგებს შეავლოს თვალი“.
„თუ ვინმეს უნდა გაიგოს, თუ რა სურს ქართველ ხალხს, საკმარისია ოქტომბრის ადგილობრივი ს შედეგებს შეავლოს თვალი, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმეორა 2012 და 2024 წლების არჩევნების შედეგები. 2012 წელს 1 180 000 ხმა მივიღეთ, 2024 წელს – 1 120 000 ხმა, ხოლო წელს – 1 107 000.
სამივე არჩევნები რეფერენდუმად იყო მოაზრებული – პირველი წარმოადგენდა არჩევანს სააკაშვილის დიქტატურასა და დემოკრატიას შორის; მეორე – უცხოურ ინტერესსა და ეროვნულ ინტერესებს შორის; ხოლო მესამე – საქართველოს არჩევანსა და იმ უცხოელებს შორის, რომლებიც უარს ამბობენ, შეისმინონ ქართველი ხალხის ხმა.
ხალხის ნების სხვაგვარად წარმოჩენის ნებისმიერი სხვა გზა და მეთოდი, უკეთეს შემთხვევაში რეალობიდან გაქცევაა, ხოლო უარეს შემთხვევაში შიდა საქმეებში უკანონო ჩარევა.
ამიტომაცაა, რომ ევროპელი ბიუროკრატებისა და ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალური პირის განცხადებები, სადაც ისინი „ქართველი ხალხის ხმაზე“ აპელირებენ, სახალხო დემოკრატიის არსს პირდაპირ ეწინააღმდეგება.
როდესაც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო მინისტრების ბოლო შეხვედრაზე ზოგიერთი საგარეო მინისტრი და ევროკავშირის გაფართოების კომისარი „ქართველი ხალხის ნებას“ ახსენებს, როგორც ჩანს მათ ქართველების უმრავლესობა სულაც არ ჰყავთ მხედველობაში. როგორც ჩანს, ისინი გულისხმობენ იმ რამდენიმე უცხოეთიდან დაფინანსებულ „ენჯეოშნიკს“, მარგინალიზებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და მათ მომსახურე პროპაგანდისტებს, რომლებიც დიდი ხანია თავს ესხმიან საქართველოს მთავრობას „ევროპის“, „დემოკრატიისა“ და „დასავლეთის“ სახელით. იმავდროულად, ისინი ამ თავდასხმისთვის იყენებენ ყველაზე არაევროპულ, არადემოკრატიულ და არადასავლურ საშუალებებს – ძალადობას, დამხობას, ზიზღსა და პოლიტიკურ პოლარიზაციას. მთელი ცინიზმი იმაშია, რომ ეს ადამიანები, რომელთა პოლიტიკური მიზნები მათი დამფინანსებლების მიზნებს ემთხვევა (რაც ბუნებრივია) ზოგიერთი ევროპელი ოფიციალური პირებისა და ბიუროკრატების მიერ „ქართველ ხალხად“ არიან დანიშნული. მაგრამ ქართველი ხალხისათვის ისინი არიან ის, რასაც სინამდვილეში წარმოადგენენ – მარგინალიზებული რადიკალური ჯგუფები, რომლებიც პოლარიზაციასა და ზიზღს აღვივებენ შიდა პოლიტიკაში.
ეროვნული სუვერენიტეტი წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედია და მისი დაზიანების ნებისმიერი მცდელობა საერთაშორისო ნორმების დარღვევაა, მიუხედავად იმისა ვისგან მომდინარეობს ის, სგან თუ რომელიმე ევროპული ქვეყნისგან. სუვერენიტეტის პრინციპის, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური საყრდენის, უარყოფა მიუღებელია.
ყოველ ერს თავისი მგრძნობიარე წერტილები გააჩნია. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ვინც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა სისხლით მოვიპოვეთ, განსაკუთრებით მტკივნეულია ჩვენი სუვერენიტეტის ნებისმიერი სახით დაზიანება. ამიტომ, სახალხო სუვერენიტეტის მიმართ მეურვეობით დამოკიდებულებას ვერავისგან ვერ შევეგუებით. განსაკუთრებით პარადოქსული კი ისაა, რომ ამგვარ მცდელობებს პოსტსაბჭოთა ბალტიის რესპუბლიკები და ზოგიერთი პოსტკომუნისტური ქვეყანა მიმართავს.
ქართველი ხალხის ნების ამგვარი მისაკუთრება, საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევითა და ევროპის სახელით, უკეთეს შემთხვევაში, ფარისევლობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში – სახელმწიფოს გაუქმება.
ის, რომ ზოგიერთი ევროპელი ოფიციალური პირი ხალხის ნების უარყოფის მავნე პრაქტიკას მიმართავს და, სანაცვლოდ, უცხოეთიდან დაფინანსებულ ერთ მუჭა პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს ეყრდნობა, უფრო მეტს გვეუბნება ევროკავშირის პოლიტიკის საგანგაშო ვითარებაზე, ვიდრე საქართველოს მთავრობაზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, მარტა კოსის განცხადებით, „საქართველოს მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული“.
„განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს, საქართველოს მოსახლეობამ ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში აჩვენა, ასევე გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ არა მთავრობას. როგორც ჩანს, მათი მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული. ოპონენტები, როგორც იცით, დაპატიმრებულები არიან, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხმას კი ახშობენ“, – აღნიშნა ევროკომისარმა.