შალვა პაპუაშვილი ლევან იოსელიანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე, სახალხო დამცველსა და საპარლამენტო კომიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველის ოფისს შორის ურთიერთობების გაღრმავებას კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: …იმდროინდელ ამბებში მისი უშუალო უფროსი, გეკა გელაძეც (დიახ, 2024-ში განათლების მინისტრის მოადგილე რომ იყო, მერე შსს მინისტრი, შემდეგ სუსის უფროსი და ახლა ისევ შსს მინისტრის მოადგილე) იყო ჩართული – როგორც შაშკინისდროინდელი მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე