შალვა პაპუაშვილი კითხვაზე: შესაძლოა თუ არა, „დაჭერები გაგრძელდეს?“ – გიპასუხებთ ისე, როგორც ტრამპი პასუხობს ასეთ სპეკულაციურ კითხვებს, რომ შესაძლებელია თუ არა, ბომბი დაგეცეს თავზე

პარლამენტის პრეროგატივას არ წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი დევნა. მაშინ გიპასუხებთ ისე, როგორც ტრამპი პასუხობს ხოლმე ასეთ სპეკულაციურ კითხვებს – შესაძლებელია თუ არა, რომ ბომბი დაგეცეს თავზე, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ დაჭერები გაგრძელდეს?
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაცხადებული პოლიტიკა, მათ შორის არის კორუფციასთან ბრძოლა.
„ვერ გეტყვით, პარლამენტის პრეროგატივა არ გახლავთ ვინმეს დაკავება, სისხლის სამართლებრივი დევნა. მთავარი არის გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც აქვს ს მისი პრემიერ-მინისტრად არჩევის დღიდან და გაცხადებული პოლიტიკა არის, როგორც ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ ისე, კორუფციასთან ბრძოლა, შესაბამისად, ამ საკითხს რაც დასჭირდება, ისე მიჰყვებიან სამართალდამცველი ორგანოები.
კიდევ ერთხელ, პარლამენტის პრეროგატივას არ წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი დევნა. მაშინ, გიპასუხებთ ისე, როგორც ტრამპი პასუხობს ხოლმე ასეთ სპეკულაციურ კითხვებს, რომ შესაძლებელია თუ არა, რომ ბომბი დაგეცეს თავზე. ასეთი დონის კითხვაა. ტრამპი, პასუხობს ხოლმე ზუსტად ასე, თქვენი კოლეგა, ნიუსებს რომ ეძახის ხოლმე, „ფეიკ მედიის“ კითხვებს, რომ შეიძლება თუ არა, ბომბი დაგეცეს თავზე?“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე უპასუხა მედიის კითხვას, იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები მთავრობაში, კერძოდ თავდაცვის მოქმედი მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის საგარეო საქმეთა მინისტრად გადაყვანა და თავდაცვის მინისტრად სამეგრელო -ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გურამ ზესაშვილის დანიშვნა.
„ჭორები იმისთვის არის, რომ გავრცელდეს და გონი იმისთვის არის,რომ ჭორებს არ აჰყვეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ