შალვა პაპუაშვილი – კაია კალასი დღეს ორ ქართველ მოსამართლეს სანქციებით დაემუქრა – როგორც ჩანს, ის ევროპულ ღირებულებებს ვერ აცნობიერებს – ევროკავშირის ელჩი თავს არ იწუხებს ხოლმე, მაგრამ მგონი, განმარტებები გასაკეთებელია

ევროკავშირის მოქალაქეებმა უნდა შეხედონ ამას და გადაწყვიტონ, რა უნდათ – უნდათ, რომ საბჭოთა კავშირისკენ წაიყვანონ ბრიუსელში ამგვარმა ბიუროკრატებმა, რომლებიც დამოუკიდებელი ქვეყნის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, დამოუკიდებელ მოსამართლეებს ემუქრებიან? რასაც ვისმენთ, სირცხვილია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომლის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით მათ მიერ შეთავაზებული სანქციების სია მოსამართლეებსაც მოიცავს.
პაპუაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის მხრიდან განმარტებებია გასაკეთებელი.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ღია წერილი და ძალიან კარგად დაემთხვა იმას, რასაც დღეს ვისმენთ მათ შორის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან. პირდაპირ მტკიცებულებაა იმისა, რასაც ვსაუბრობდით. სამწუხაროა, ეს აგრესიული რიტორიკა ქართული სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული თავდასხმები, საბჭოური სტილის მუქარა, რომელსაც დღეს მათ შორის, კაია კალასის მხრიდან ვისმენდით. ის დღეს 2 ქართველ მოსამართლეს დაემუქრა სანქციებით. ეს არის ის სამწუხარო გზა, რომელსაც ბრიუსელი ადგას. ევროკავშირის მოქალაქეებმა უნდა შეხედონ ამას და გადაწყვიტონ, რა უნდათ – უნდათ, რომ საბჭოთა კავშირისკენ წაიყვანონ ბრიუსელში ამგვარმა ბიუროკრატებმა, რომლებიც დამოუკიდებელი ქვეყნის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, დამოუკიდებელ მოსამართლეებს ემუქრებიან? რასაც ვისმენთ, სირცხვილია. ევროკავშირის ელჩი განმარტებებით თავს არ იწუხებს ხოლმე, მაგრამ მგონი განმარტებები გასაკეთებელია. სხდომათა დარბაზში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები სხედან იმისთვის, რომ შექმნან მოსამართლისთვის დამაშინებელი გარემო, რომ შემდეგ ამგვარი მუქარები გაისმას ევროკავშირიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, „იმის ნაცვლად, რომ კაია კალასი ევროკავშირის სახელით ქართულ მართლმსაჯულებას ბოდიშს უხდიდეს, ევროკავშირის მხრიდან მანამდე არსებული თავდასხმების გამო, დღეს ის ცილს წამებს ქართველ მოსამართლეებს და სხვადასხვა სადამჯელო ღონისძიებით ემუქრება.“
„ქალბატონ კალასს შევახსენებ – ასეთი თავდასხმები ჩვენ ს, ს, გვარამიას პროცესების შემდეგ გვესმოდა. ჩინოვნიკები გამოდიოდნენ და ქართულ სახელმწიფოს, ხალხს და მოსამართლეებს ემუქრებოდნენ. საქმე ყოველ ჯერზე სტრასბურგში მიდიოდა და აღმოჩნდებოდა, რომ ევროკავშირი მტყუანი იყო და ქართველი მოსამართლე მართალი“, – განამარტა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ბრიუსელის ბიუროკრატიას მოუწოდა, რომ „ადამიანის უფლებების პატივისცემის გზას დაუბრუნდნენ, რადგან რასაც დღეს უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან ვისმენდით, ეს ადამიანის უფლებების უპატივცემულობაა“.
„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მუქარას, რომელიც ასევე კალასის მხრიდან მოისმინეთ. მანამდე მიღებული გადაწყვეტილება დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებთან სავიზო მიმოსვლის შემოღებაზე არის 2010 წლის ხელშეკრულების დარღვევაა.
ჩვენ იმიტომ გამოვექეცით საბჭოთა კავშირს ევროკავშირისკენ, რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგვხვედროდა? ბრიუსელის ბიუროკრატიას მოვუწოდებ, რომ ადამიანის უფლებების პატივისცემის გზას დაუბრუნდნენ. რასაც დღეს ჩვენ უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან ვისმენდით, ეს ადამიანის უფლებების უპატივცემულობაა, ვინაიდან მართლმსაჯულება დაზარალებულების უფლებების აღდგენას ემსახურება. როგორც ჩანს ქალბატონი კალასისთვის ღირებულებას არ წარმოადგენს დამწვრობამიღებული პოლიციელი, არაფერს წარმოადგენს წიხლებით რომ შედგნენ პოლიციელს, საქართველოს პარლამენტს რომ წვავდნენ. როგორც ჩანს, ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს ვერ ათვიცნობიერებს. ევროკავშირის პასპორტის ჯიბეში ქონა, ევროპული ღირებულებების გაზიარებას არ ნიშნავს და ამის კარგ მაგალითს ბალტიის პოლიტიკური ელიტა გვიჩვენებს, რომელიც საბჭოთა მენტალიტეტიდან ვერ გამოვიდა და ცდილობს ამ მენტალიტეტის დამმკვიდრებელი ბრიუსელში გახდეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.