შალვა პაპუაშვილი: …ის სრულად მოქმედებს გარედან კარნახით, როდის რა განცხადება გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი

ეს აჩვენებს მის [ს] სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ. არის ცალკეული საკითხები, როდესაც ვატყობთ, რომ როცა პიარულად სჭირდება, მაშინ აკეთებს. როცა სახელმწიფოებრივი საკითხებია, ხედავთ, რომ ამ მხრივ არანაირი პასუხი არ არის მისი მხრიდან, რაც სამწუხაროა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული პრეზიდენტის მხრიდან გასაგებია, რათა „საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც კონსტიტუციას გადააბიჯა“.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა და მე ჯერ კიდევ, 4 აპრილს სალომე ზურაბიშვილს მივმართეთ ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრების, ისევე როგორც სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოების წერილით. დღემდე ჩვენ არ გვაქვს მისი პასუხი და ხელმოწერა ამ დოკუმენტზე. სამწუხაროა და საბოლოოდ ეს აჩვენებს მის სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ. არის ცალკეული საკითხები, როდესაც ვატყობთ, რომ როცა პიარულად სჭირდება, მაშინ აკეთებს. როცა სახელმწიფოებრივი საკითხებია, ხედავთ, რომ ამ მხრივ არანაირი პასუხი არ არის მისი მხრიდან, რაც სამწუხაროა. მაგრამ მეორე მხრივ გასაგებია, ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, გადააბიჯა ქვეყნის ინტერესებს. ის სრულად მოქმედებს გარედან კარნახით, როდის რა გააკეთოს, როდის რა განცხადება გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი. ზუსტად ასე იქცევა ამ საკითხებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს