– იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას, ახალი , შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალი , შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი საფრანგეთისთვის იყოს.
„არა ის, რომ საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას ვაპირებ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას და 50% სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები, შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს“, – წერს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ შერაზ გასრიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს.