შალვა პაპუაშვილი – თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს და ტელევიზორებს, სლაიდზე, რომელზეც ჩანს, რომ ოპოზიციას არცერთ ოლქში დელეგატი არ დაუსახელებია, საქართველო სრულად აღმიგვია პირისაგან მიწისა

პარლამენტის თავმჯდომარე, მის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში, ერთ-ერთ სლაიდზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას, სოციალურ ქსელში კიდევ ერთი სტატუსით ეხმაურება.
პაპუაშვილი ამჯერად, მისი პრეზენტაციიდან შემდეგ სლაიდს აზიარებს, რომელზეც ჩანს, რომ ოპოზიციას არცერთ ოლქში დელეგატი არ დაუსახელებია და წერს, რომ „თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს, ამ სლაიდის მიხედვით, საქართველო სრულად აღუგავია პირისაგან მიწისა“.
„თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს და ტელევიზორებს, შემდეგ სლაიდზე, რომელზეც ჩანს, რომ ოპოზიციას არცერთ ოლქში დელეგატი არ დაუსახელებია, საქართველო სრულად აღმიგვია პირისაგან მიწისა
და ამათ ვინმე დაარწმუნებს, რომ არ გაყალბდა. ფაქტობრივად ტოტემების მსხვრევის ტოლფასი იქნებოდა მათთვის.
P.S. ეს საარჩევნო ოლქების რუკაა, რეგიონების რუკაც კი არ არის. ეს ოპოზიცია საერთოდ არჩევნებში სად მონაწილეობდა, ეგ თუ იციან, უკვე ეგ კითხვაც მიჩნდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს