თვითმმართველობის არჩევნებზე – საერთაშორისო თაღლითი, ხაზარაძე და ყოფითი მატყუარა, გახარია როცა ერთად დასხდებიან, ამ საქმიდან კარგი რომ არაფერი გამოვა, მგონი მათთვისაც გასაგები უნდა იყოს

როცა შევხედავთ „ლელოს“ და გახარიას, ერთი მხრივ, გვყავს საერთაშორისო თაღლითი ხაზარაძის სახით და მეორე, ყოფითი მატყუარა გახარიას სახით,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის შანსები შეაფასა.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „საერთაშორისო თაღლითი და ყოფითი მატყუარა როცა ერთად დასხდებიან, ამ საქმიდან კარგი რომ არაფერი გამოვა, მგონი მათთვისაც გასაგები უნდა იყოს“.
„ვხედავთ, რომ 4 ბარიერგადალახული პარტიიდან 2 აპირებს მონაწილეობა მიიღოს, ორი უარს ამბობს. როგორც ჩანს, „ლელოს” და გახარიას კონსულტაცია აქვთ, რომ ერთიანი კანდიდატები იყვნენ. როცა შევხედავთ „ლელოს“ და გახარიას ერთი მხრივ, გვყავს საერთაშორისო თაღლითი ხაზარაძის სახით და მეორე, ყოფითი მატყუარა გახარიას სახით. საერთაშორისო თაღლითი და ყოფითი მატყუარა როცა ერთად დასხდებიან, ამ საქმიდან კარგი რომ არაფერი გამოვა, მგონი მათთვისაც გასაგები უნდა იყოს“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება