– ვხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში – მნიშვნელოვანია ევროკავშირი ამ მხრივ გამოფხიზლდეს

ვხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბუდაპეშტში კონფერენციის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დაუბრუნდეს თავის საწყის ღირებულებებს.
„საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში ლიდერების არაკვალიფიციურობა ბევრ რამეს ნეგატიურ კალაპოტში აქცევს. საქართველო არის კარგი ტესტი ყველასთვის. ვხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში. ვხედავთ ევროკავშირის წევრ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომლებიც საბჭოური მეთოდებით უდგებიან საქართველოს. ასე რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირი ამ მხრივ გამოფხიზლდეს, დაუბრუნდეს თავის საწყის ღირებულებებს, რომელიც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს საკუთარი ხალხის პატივისცემას, ხალხის არჩევანის პატივისცემას. ასევე გულისხმობს ქვეყნების ერთობას, რომელიც მრავალფეროვნების შენარჩუნებით უნდა ხდებოდეს და არა ისე,რომ ერთი ქვეყანას მეორეს თავს ახვევდეს საკუთარ წარმოდგენას კულტურულ იდენტობაზე თუ ამა თუ იმ იდეოლოგიაზე. დღეს არის ყალბი იდეოლოგიების მსხვრევის პერიოდი, განსაკუთრებით -ში, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვებამ მოიტანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?