შალვა პაპუაშვილი – ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია – ეს გერმანელებსაც ეხება

აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილი “ფეისბუქზე” წერს.
“ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია!
ეს გერმანელებსაც ეხება”,- წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან, სადაც 5 პირი შიმშილობს, დღეს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი მივიდა.
დიპლომატი მოშიმშილეებს, მათ შორის პოლიტიკოსებს, ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძეს გაესაუბრა.
დღესვე, ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!