შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება, რეგიონული უსაფრთხოება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საუბარი ასევე შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ეუთო მომავალ არჩევნებს აქტიურად დააკვირდება.
“ვისაუბრეთ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ქალბატონ პრეზიდენტს გავაცანი საერთო საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სიახლეები და კიდევ ერთხელ დავაფიქსირე საქართველოს მზაობა, განვაგრძოთ თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მრავალწლიანი ტრადიცია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კოლეგები საპარლამენტო ასამბლეიდან ასევე დააკვირდებიან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს,” – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა