შალვა პაპუაშვილი: …ევროპაც გადავარჩინეთ

სინამდვილეში, ქართულმა ოცნებამ და ქართველმა ხალხმა თავისი არაესკალაციის პოლიტიკით, ეკონომიკურ კრიზისს, კოლაფსსა და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას გადაარჩინა არა მხოლოდ საქართველო, არამედ ეკონომიკური პრობლემებისგან ევროპაც გადაარჩინა, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო მშვიდობის ოაზისია.
„არ დაწესდეს, ომში მოხალისეები არ გაიგზავნოს და ჩვენ გარშემო სხვა ქვეყნებთან ესკალაციაში არ შევიდეთ […] გარშემო გავიხედოთ, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალში ვართ. და მოვახერხეთ ის, რომ ოკუპაციის პირობებშიც კი, ფაქტობრივად, საქართველო მშვიდობის ოაზისია. ეს მშვიდობა არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არამედ ეს სხვა ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია.
დღეს საქართველო არის რეალური ხიდი და ტრანზიტის შესაძლებლობა ევროპასა და აზიას შორის. ყველა ეს ტვირთი დღეს საქართველოზე გადის. ამიტომ, ამ მშვიდობით ვსარგებლობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა ქვეყნებიც. თორემ, აქ რომ არეულობა ყოფილიყო, მერე ეკითხა ევროპას, რა ეშველებოდა, როცა ეს დერეფანიც ჩაკეტილი იქნებოდა და მერე ენახათ ევროპაში, როგორი ეკონომიკური კრიზისი დაუდგებოდათ. სინამდვილეში, ქართულმა ოცნებამ და ქართველმა ხალხმა თავისი არაესკალაციის პოლიტიკით, ეკონომიკურ კრიზისს, კოლაფსსა და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას გადაარჩინა არა მხოლოდ საქართველო, არამედ ეკონომიკური პრობლემე

 

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს