შალვა პაპუაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციაში აფხაზეთი იყო ყირგიზეთთან მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო – ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა

„არის ხოლმე მითითება, რომ ევროპარლამენტის კომპეტენციები არის ერთი საკითხი, ევროკომისიის კომპეტენცია არის სხვა საკითხი. ევროპარლამენტის კომპეტენციას არ წარმოადგენს არც კანდიდატის სტატუსის მინიჭება, არც მოლაპარაკებების გახსნა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აჭარაში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის დიდი დატვირთვა ვერ ექნება ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.
„დღესდღეობით არის დამატებითი სიტუაცია, რომ ევროპარლამენტის ეს მოწვევა თავის მანდატს ამოწურავს ცოტა ხანში. იცით, რომ ივნისში იქნება არჩევნები. ამიტომ, არსებობენ გარკვეული ჯგუფები თავად ევროპარლამენტში, რომელთა დამოკიდებულებაც ქართველი ხალხის მიმართ ცნობილი არის. ისინი ამოწურავენ მანდატს და ასეთი ტიპის პწკენები უფრო ტოვებს ისეთ აღქმას, რომ ეს არის გარკვეული პირადი ვენდეტა, ბრაზი, რომელიც უნდათ გამოხატონ რეზოლუციის სახით. ზოგიერთი ამ დეპუტატებიდან ცოტა ხანში ალბათ აღარც იქნება ევროპარლამენტში. ისინი დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში, მშვიდად გადაბრუნდებიან და დაიძინებენ და ჩვენ ამ სიმშვიდის უფლება არ გვაქვს. როცა რაღაცებს უყურებენ ზედაპირულად, აძლევენ თავს ამის უფლებას, ჩვენ ამ ზედაპირულობის უფლება არ გვაქვს.
მათ შორის, ალბათ ნახეთ, რომ ინიცირებულ რეზოლუციაში აფხაზეთი იყო ყირგიზეთთან მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო. ერთ წინადადებაში. აი, ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებსაც მერე პრეტენზია აქვთ, რომ ესმით საქართველოს კონტექსტი, იციან რა არის კარგი ქართველი ხალხისთვის და ისიც არ იციან, თუ როგორი რუსული პროპაგანდა ჩადეს იმ რეზოლუციის პროექტში, სადაც აფხაზეთი ს გვერდით გამოიყვანეს ლამის სახელმწიფოდ. ამიტომ, თავისთავად, ასეთი თავქარიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ჩვენთვისაც მიუღებელი არის და ამიტომაც, რაიმე განსაკუთრებულ დატვირთვას ასეთ რეზოლუციას არ ვაძლევთ. მით უმეტეს, რომ იმ გამოსვლების ფონზე, რომლებიც ვიხილეთ დებატების დროს, მოვისმინეთ იგივე ადამიანების კომენტარი, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია ქვეყანამ იცოდეს თანხები საიდან შემოდის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ