შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის მხარდაჭერა, ფასდაუდებელია

მინდა მადლობა გადავუხადო ნიკოლაე ჩუკას და რუმინეთის პარლამენტის წევრებს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ის რუმინეთის დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე „მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ“ მიღებულ მხარდამჭერ რეზოლუციას ეხმიანება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რუმინეთის მხარდაჭერას და სოლიდარობას, ამ გადამწყვეტ დროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
„მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ნიკოლაე ჩუკას და რუმინეთის პარლამენტის პატივცემულ წევრებს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებით ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერის გამოხატვისთვის. თქვენს სოლიდარობას, ამ გადამწყვეტ დროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის მხარდაჭერა, ფასდაუდებელია“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი