შალვა პაპუაშვილი – დღეს რომ ზოგი გვიბედავს ბრიუსელიდან, ასეთ რაღაცას მოსკოვიდან ყველა ვერ გვიბედავდა – ბევრს უნდა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ „ბანანის რესპუბლიკად“ წარმოგვადგინოს

დღეს რომ ზოგი გვიბედავს ბრიუსელიდან, ასეთ რაღაცას მოსკოვიდან ყველა ვერ გვიბედავდა. ერთმა რუსმა მწერალმა გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე და ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა. დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან უარესები გვესმის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ბევრს უნდა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ წარმოგვადგინოს „ბანანის რესპუბლიკად“.
„საბჭოთა კავშირში რომ ვიყავით, არც მაშინ ვიყავით. მოწინავე ქვეყანა ვიყავით ბევრი მიზეზის გამო, პოლიტიკურადაც ჩვენი სათქმელი გვქონდა. დღეს რომ ზოგი გვიბედავს ბრიუსელიდან, ასეთ რაღაცას მოსკოვიდან ყველა ვერ გვიბედავდა. ერთმა რუსმა მწერალმა გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე და ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა. დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან უარესები გვესმის. ხმის გამცემი არ ჰყავთ იმ ენჯეოებში. „როგორ შეიძლება რაიმე ცუდი თქვა ს საგარეო საქმეთა მინისტრზე“…როგორ არ შეიძლება, როდესაც ადამიანი სუვერენიტეტს აუქმებს. როდესაც ჩამოდის უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიტინგზე დადგომას კადრულობს, ამას რომ გაგიბედავს უცხო ქვეყანა, ქმედებებიც არს განსახორციელებელი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს რას შეეხება, ნამდვილად იქნება შემოდგომით. საინტერესოა, გასცენ ამ კითხვას პასუხი, აპირებენ თუ არა მონაწილეობა მიიღონ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, აღნიშნა, რომ ქართველი საზოგადოება აკვირდება ვინ არის ნამდვილი ევროპელი, ვინ სცემს პატივს ევროპულ ღირებულებებს და ვინ არის ფარისეველი.
„ისინი იმეორებენ იმ გზას, რომელიც ს იმპერიამ გაიარა საქართველოსთან დაკავშირებით, შემდეგ კი საბჭოთა კავშირმა. რას ვერჩოდით ან ერთს, ან მეორეს? ჩვენ ვერჩოდით მთავარს, პატივს არ სცემდნენ ქართველი ხალხის არჩევანს, სუვერენიტეტს. ახლაც ვხედავთ ამ მეთოდით მოქმედ ზოგ უცხოელ პოლიტიკოსს. კარლ ბილდტზე არ დავწვრილმანდები. ის არის ლობისტი, რომელიც ფულით მოქმედებს. ჩათვალეთ მისი განცხადების უკან დგას ინვოისი და კონკრეტული თანხა. ეს აჩვენებს, რომ ვიღაცამ ამისთვის დაიქირავა, ასეთი იდეები გააჟღეროს.
ეს ევროკავშირისთვის, ევროპული ქვეყნებისთვის, მათ შორის ბრიუსელისთვის არის გამოცდა, ტესტი, თუ რამდენად ჩააბარებენ ამას ევროპული ლიდერები, თუ პოლიტიკოსები. ვაკვირდებით საზოგადოება, ეს არის ტესტი, არიან თუ არა საერთო ევროპული ღირებულებების ერთგული, დემოკრატიისა და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემისა, თუ ისინი ნელ-ნელა ემსგავსებიან მას, ვისაც სიტყვით ებრძვიან ასე აშკარად. ვაკვირდებით ქართველი ხალხი და ქართველი საზოგადოება ვინ არის ნამდვილი ევროპელი, ვინ სცემს პატივს ევროპულ ღირებულებებს, ხალხთა სუვერენიტეტს და ვინ არის ფარისეველი, ევროპულ ნიღაბს ამოფარებული პოსტსაბჭოთა ლიდერი თუ სხვა“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.