შალვა პაპუაშვილი – დღეს, თბილისსა და სხვადასხვა კუთხეში ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა – ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი, როცა მოუწევს თვალებში ჩახედოს რეფერენდუმში მონაწილე ხალხს

დღეს თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქართველოს ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა – ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც მოუწევს თვალებში ჩახედოს რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ახლა უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ ხალხის რეფერენდუმი გადააქციოს კანონად.
„დღეს ბოლო დღე იყო საყოველთაო სახალხო განხილვის და თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქართველოს ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა. ქართველმა ხალხმა ამ კონსტიტუციურ კანონპროექტს თავისი გამოსვლით, ხმის გაგონებით მხარი დაუჭირა. ახლა უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ ხალხის რეფერენდუმი გადააქციოს კანონად. დავიწყებთ კონსტიტუციური კანონის საპარლამენტო განხილვას. ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც მოუწევს თვალებში ჩახედოს რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, რომელიც საქართველოს ქალაქებში გამოვიდა და მიიღოს გადაწყვეტილება – დგას ქართველი ხალხის მხარეს თუ პატარა ჯგუფების მხარეს, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ღირებულებები შეარყიონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ