დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოვა

პარლამენტის თავმჯდომარე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოვა.
ჯერ კიდევ მოქმედი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ კი, სესიაზე პოლიტიკური გამოსვლები იქნება.
ახალი რეგლამენტის პროექტით, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში პარლამენტის სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?