– „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“ მათი სიდიდით, სტრუქტურით ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ აქვთ – მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს განმარტებით, ამჟამად ისეთი ფიქტიური ერთკაციანი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საჭიროება არ არის, როგორებიც არიან: „ელენე ხოშტარია – დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, თუმცა პაპუაშვილის თქმით, მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.
„ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია (პარტიების რეესტრში მითითებული მათი იურიდიული დასახელებებით): − მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, − მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, − მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.
გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია – დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: მთავარი საკითხი, ის დანაშაულები, რომლებიც მათ ჩაიდინეს და შემდეგ როგორც იქცეოდნენ, ჩემი პირადი აზრით, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად იძლევა იმის წინაპირობას და შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია არ არსებობდეს…

ვახტანგ ხმალაძე – პაპუაშვილმა თქვა, რომ თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა, ეს იყო ანტიკონსტიტუციური განცხადება: „თუ მოძლიერდნენ, ავკრძალავთ“ – აუცილებელია პროდასავლურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოახერხონ