შალვა პაპუაშვილი – გილოცავთ ძველით ახალ წელს და კალანდას!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მოქალაქეებს ძველით ახალ წელს – კალანდობას ულოცავს და სოციალურ ქსელში ანსამბლი „ს“ ძველი თაობის მოცეკვავეების ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს მათ მოძრაობაში წარსული, აწმყო და მომავალი ერთიანდება, რადგან უკვდავია ის, რაც ქმნის მათ სამყაროს და სამყაროსადმი მათ დამოკიდებულებას.
„სულის ზეიმი, მოყვასის სიყვარული, სამშობლოსადმი თავდადება, მარადიული ტარიელობა და ავთანდილობა, როკვაში განფენილი მარადისობა. ძველები! რა სიდიადეა ამ ჭარმაგი კაცების ქართულ ერთობაში, ენით უთქმელი და მართლაც მისტიური. რა თქმა უნდა, დრო უდროოა, „ძველები“ კი პირობითი ზედსართავია, რადგან უყურებ და არავინ გეგულება მათზე უფრო დღევანდელი, უფრო ახალგაზრდა და გულზვიადი. წარსული, აწმყო და მომავალი – ყველაფერი ერთიანდება მათ მოძრაობაში, თვალებსა და შეძახილში, რადგან უკვდავია ის, რაც ქმნის მათ სამყაროს და სამყაროსადმი მათ მიმართებას. მადლობა თქვენ, ანსამბლ „ბათუმის“ ძველი თაობის მოცეკვავეებს ამ ამაღლებული წუთებისთვის! ამ სულისკვეთებით იქცევა ძველი მარადიულად, ამ იმედით შემოდის ჩვენში კალანდა ყოველ ძველით ახალ წელს და ასე იქნება მუდამ.
გილოცავთ ძველით ახალ წელს და კალანდას!” – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა