გივი თარგამაძის სუს-ში გამოკითხვაზე: სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ მერე როგორ მდგომარეობაში არიან

„სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ მერე როგორ მდგომარეობაში არიან. ღალატს აქვს თავისი მორალური ზღვარიც. ადამიანი, მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში, სოცქსელებით გაგულიანებული, თავი ჰგონია, რომ არის რაღაცნაირად უმრავლესობის ხმის გამჟღერებელი.
საქმე საქმეზე რომ მიდგება, გამოჩნდება, რომ არიან ჩვეულებრივი ჭორიკანები, თან მოღალატე ჭორიკანები და თან მოღალატე ჭორიკანები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორი გონორით გამოდიან ხოლმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ბევრი ვნახეთ. არ ვიცი რა სათქმელი აქვთ, რით შევა და რით გამოვა, მაგრამ ეს ნანახი გვაქვს უკვე. მნიშვნელოვანია და მივესალმები იმას, რომ უსაფრთხოების სამსახური ასე აქტიურად იბარებს ყველას“, — ამბობს გივი თარგამაძის სუს-ში გამოკითხვაზე მისვლის შესახებ.