შალვა პაპუაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და UNICEF-ს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა UNICEF-ის მიერ საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პარლამენტის მიერ მიღებულ ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომელიც იესპერ მოლერის თქმით, ბავშვთა უფლებების მაღალ სტანდარტებს აწესებს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. აღინიშნა პარლამენტის დიდი როლი კოდექსის განხორციელებაზე ზედამხედველობის პროცესში.

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებები და პრიორიტეტები. შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია UNICEF-მა აქტიურად ითანამშრომლოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საბჭოსთან.
შალვა პაპუაშვილმა იესპერ მოლერს მის საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება