შალვა პაპუაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და UNICEF-ს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა UNICEF-ის მიერ საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, მათ შორის, ოკუპირებული ს რეგიონში.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პარლამენტის მიერ მიღებულ ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომელიც იესპერ მოლერის თქმით, ბავშვთა უფლებების მაღალ სტანდარტებს აწესებს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. აღინიშნა პარლამენტის დიდი როლი კოდექსის განხორციელებაზე ზედამხედველობის პროცესში.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებები და პრიორიტეტები. შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია UNICEF-მა აქტიურად ითანამშრომლოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საბჭოსთან.
შალვა პაპუაშვილმა იესპერ მოლერს მის საქმიანობაში წარმატება უსურვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი ჯამდელიანი – კანონიკური სასჯელის მოხსნა საეკლესიო კანონის მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს – ასეთი განაჩენის ცალმხრივი ან კომპეტენტური საეკლესიო სასამართლოს გარეშე შეცვლა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საეპისკოპოსო ინსტიტუტს, არამედ ეკლესიის მთლიანობასაც