შალვა პაპუაშვილი – ახლა ირკვევა, რატომ ითხოვდნენ გვარამიას შეწყალებას და რატომ იბარებდნენ მოსამართლეებს სხვადასხვა საელჩოები, რათა თავის დროზე ზეწოლა მოეხდინათ გვარამიას პროცესთან დაკავშირებით – კარგად ჩანს, რა იყო მიზანი

ახლა ის მომენტია, როცა უნდა გავიხსენოთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. გახსოვთ, რომ მაშინაც, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე გარედან ზეწოლა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მაშინ ყველამ კარგად იცოდა, რომ საქმე ჰქონდათ “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგთან და არა ჟურნალისტთან.
,,შემდეგ ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა აღიარა, რომ მათ წინასწარ იცოდნენ, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება მოხდებოდა. ეს მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებისთვის სიურპრიზი იყო. ჩვენ ამ
შეწყალებაზე გამოხმაურებები ვნახეთ, რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი დეპოლარიზაციაზე. ახლა ირკვევა, რატომ ითხოვდნენ ნიკა გვარამიას შეწყალებას, რატომ იბარებდნენ მოსამართლეებს სხვადასხვა საელჩოები, რათა თავის დროზე ზეწოლა მოეხდინათ ნიკა გვარამიას პროცესთან დაკავშირებით. ჩანს, საერთო ჯამში რა იყო საერთო მიზანი. რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა, რომ საქმე არ ჰქონდათ ჟურნალისტთან, საქმე ჰქონდათ “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგთან, რომელიც მედიის ინსტრუმენტებს იყენებდა ამ ძალადობრივი პარტიის იდეოლოგიის გასავრცელებლად”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველამ ნახა შედეგი, რომ არ შეწყალების მიზანი არანაირი დეპოლარიზაციის შემცირება არ იყო.
,,რა თქმა უნდა, ფარისევლები იყო ყველა ის უცხოელი, ვინც ნიკა გვარამიას შეწყალებას ამ კუთხით აჩვენებდა ქართულ საზოგადოებას. სინამდვილეში, მათი ყველა მოქმედება მიმართული იყო იმისკენ, რომ ნიკა გვარამია თავისუფლებაზე ყოფილიყო, რათა მას ქართულ პოლიტიკაში მისი ჩვეული რადიკალური დღის წესრიგი შემოეტანა. ვფიქრობ, გაშიშვლდა, თუ რა ჩანაფიქრი იყო ნიკა გვარამიას შეწყალების უკან. თავისუფლებაზეა იმის გამო, რომ მისი გირაო ევროპის დემოკრატიულმა ფონდმა გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ ეს ევროკავშირის ფულით საქართველოში მოქმედი ორგანიზაციაა, რომელიც იატაკქვეშ, ფარულად აფინანსებს სხვადასხვა პოლიტიკურ აქტივობებს კანონის დარღვევით, გაუმჭვირვალედ. მათი ფულის გადახდით მელია თავისუფლებაზეა. სტრასბურგის სასამართლომ სულ ახლახან გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომ მისი დაკავებისას ყველაფერი კანონიერი იყო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რატომ უნდოდათ ნიკა მელია და ნიკა გვარამია თავისუფლებაზე – ეს არის ორი რადიკალი, რომელიც გამორჩეულია რადიკალური ქმედებებით, პარლამენტზე თავდასხმით და შტურმით. ისევე, როგორც ზოგადად რადიკალური დღის წესრიგის შემოტანით. ორივეს უკან ჩანს კვალი უცხოური პოლიტიკური ჯგუფების. ორივე მათგანმა შეძლო, მართლმსაჯულებისთვის თავი აერიდებინა სწორედ იმიტომ, რომ უცხოური პოლიტიკური ჯგუფები ჩაერივნენ, ორივე მათგანი საქართველოში მოქმედებს სწორედ ამ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებით საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის დასამკვიდრებლად. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდება ქართული საზოგადოება,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ