შალვა პაპუაშვილი – ასიათასობით მოქალაქე გამოვიდა თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. დღეს ფაქტობრივად, კონსტიტუციური კანონის პროექტზე რეფერენდუმი შედგა

პარლამენტის თავმჯდომარე , ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მცირე პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყო საზეიმო ლოცვითი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც შესრულდა სამადლობელი პარაკლისი.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოჯახი სიწმინდის დღე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც საქართველოს ეკლესიის ინიციატივით 10 წლის წინ დაწესდა.
„დღევანდელ სამყაროში ბევრი რამ დგას გამოწვევის წინაშე და მათ შორის, გამოწვევის წინაშე დგას ოჯახის ის ტრადიციული გაგება, რომელიც ათასწლეულებია მოგვდგამს, როგორც საქართველოში, ისე ზოგადად, სამყაროში. დღეს ცდილობენ, რომ ბევრი რამე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ, ამოაყირაონ ღირებულებითი თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ამ დღეს განსაკუთრებით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ოჯახური ღირებულებების, უფროსების პატივისცემის, სტუმარ-მასპინძლობის მიმართ. როგორც დღეს მეუფე შიომ აღნიშნა, ოჯახში არის სამი ჰიპოსტასი – მამა, დედა და შვილი, ოჯახი არის კაცი, ქალი და ბავშვი და ოჯახის ეს გაგება სრულად უნდა იყოს აღქმული და წარმოჩენილი ხალხის მხრიდან”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამოსულმა მოსახლეობამ ფაქტობრივად გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართ.
„საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” შესახებ. დღეს ამ კონსტიტუციური ცვლილების საყოველთაო – სახალხო განხილვის ბოლო დღე იყო. ასიათასობით მოქალაქე გამოვიდა თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და დღეს, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა ამ კონსტიტუციური კანონის პროექტზე. დღეს, ქართველმა ხალხმა თავისი გამოსვლით ამ კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახლა უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ ეს რეფერენდუმი კანონად გადააქციოს და ჩვენ დავიწყებთ უკვე კონსტიტუციური კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვას. ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება „ჭეშმარიტების მომენტი”, როდესაც მას მოუწევს თვალში ჩახედოს ამ რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, რომელიც დღეს გამოვიდა საქართველოს ქალაქებში და მიიღოს გადაწყვეტილება – ის დგას ქართველი ხალხის მხარეს, თუ ის დგას იმ პატარა ჯგუფების მხარეს, რომლებიც ცდილობენ ეს ღირებულებები შეარყიონ სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღვთისმსახურებას და მსვლელობას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი , თბილისის მერი , საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს