შალვა პაპუაშვილი – არც ერთი დონორი არ აფინანსებს არც ერთ პროექტს, რომელიც მის ინტერესში არ არის! წერტილი! ეს არის წესი!

რა თქმა უნდა, როდესაც თქვენ ცხინვალში ომის შედეგების მტკიცებულებებს აგროვებდით, ეს თქვენი დამფინანსებლის ინტერესებში იყო, მაგრამ ეს ასევე იყო საქართველოს ინტერესში – არც ერთი დონორი არ აფინანსებს არც ერთ პროექტს, რომელიც მის ინტერესში არ არის! წერტილი! ეს არის წესი! რა თქმა უნდა, ის რაც არ არის ქართული, არის უცხო! – ეს განცხადება პარლამენტის სპიკერატიდან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილმა “ლელოს“ დეპუტატის ს მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.
“როდესაც მე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე გახლდით, ჩემი თანამშრომლები მთელი ზაფხული განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან დადიოდნენ და უმძიმეს პირობებში, მათ შორის პერსონალური რისკის ფასად ს მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებებს აგროვებდნენ. ეს მტკიცებულებები და აგვისტოს ომის ასობით მსხვერპლის მონაყოლი ჰააგაში ჩავიტანე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ასამბლეის წინაშე ამ ფაქტებს ვყვებოდი, მათ შორის ვყვებოდი გიორგი ანწუხელიძის რუსების მიერ წამებით მოკვდინების ფაქტს.
მითხარით, ამ პროცესში, ამ ღონისძიებების დროს მე და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უცხო ძალის ინტერესებს ვახორციელებდით? ამ კანონით ეს მოქმედება უცხო ძალის ინტერესების მსახურებად ჩაითვლება! რომელი ძალის ინტერესებს წარმოვადგენდი ან მე ან ის ორგანიზაცია, რომელსაც ვხელმძღვანელობდი, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის წინააღმდეგ ვიცავდი?“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა, რომელმაც კითხვით მომხსენებელს ანრი ოხანაშვილს მიმართა.
“ლელოს“ დეპუტატს შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და მიმართა, რომ ვინც მას აფინანსებდა, მხილება იმის ინტერესში იყო. ამ კონტექსტში პაპუაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ლინგვისტურ პრობლემას აქვს ადგილი.
“დიახ, ქალბატონო ანა – დიახ, დიახ! ვინც აფინანსებდა იმის ინტერესში იყო, რომ თქვენ გემხილებინათ.
მგონია, ლინგვისტური პრობლემაა. ის, რასაც თქვენ აკეთებდით, როცა მტკიცებულებებს აგროვებდით, თქვენი დამფინანსებლის ინტერესში იყო, კითხვის ნიშანი არ არის. ის, რომ ეს ასევე იყო საქართველოს ინტერესში, აქაც კითხვის ნიშანი არ არის – თქვენ ფიქრობთ, რომ არ შეიძლება ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდეს? მაგრამ ინტერესები შეიძლება განსხვავდებოდეს კიდევაც.
გგონიათ რომელიმე დონორი დააფინანსებს პროექტს, რომელიც მის ინტერესში არ არის? მაგრამ აქ არის საკითხის მეორე ნაწილი, რომელიც იმას გულისხმობს, რომ ის ასევე ქვეყნის ინტერესში უნდა იყოს და რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში ასეც არის.
ჩემი მაგალითით გეტყვით – წლები “გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში“ ვმუშაობდი. იცით, ჩვენი ორგანიზაციის მთავარ პრინციპად რა მეწერა? – ის რომ, ეს ორგანიზაცია გერმანიის ინტერესებს და მის საერთაშორისო დახმარების პოლიტიკას ემსახურება. რა თქმა უნდა, ვახორციელებდით გერმანიის საგარეო დახმარების მიზნებს, რომელიც საქართველოს მთავრობასთან თანხმდება, რადგან ეს ასევე საქართველოს ინტერესებში იყო.
სხვადასხვა სახელმწიფოები იმიტომ არსებობენ, რომ მათი ინტერესებიც სხვადასხვაა, როგორც ადამიანის ინტერესებია სხვადასხვა. იქ სადაც თანხვედრაა ინტერესების – იქ არის თანხვედრა, ხოლო, სადაც ინტერესების თანხვედრა არ არის, იქ არ არის თანხვედრა. როდესაც მაგალითად, ისეთი პროექტი ფინანსდება, რომელიც მომართულია იქითკენ, რომ გაავრცელოს დეზინფორმაცია ან ქადაგებს ძალადობას, ეს ხომ ქვეყნის ინტერესში არ არის. ეს შეიძლება იყოს ვინმეს სხვის ინტერესში. ასე რომ, ასე მიამიტურად ნუ უყურებთ!“, – მიმართა ნაცვლიშვილს შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით – მუხლობრივად “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
ფრაქცია “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ