შალვა პაპუაშვილი – არაერთხელ მოვუწოდე დაეგმოთ ევროპის სახელით და ხშირ შემთხვევაში ევროპიდან დაფინანსებული პირების მიერ წარმოებული ზიზღის და ტერორის კამპანია – ვაფრთხილებდი, რომ მათ დუმილს ისინი ძალადობის მოწონებად აღიქვამდნენ

ბოლო ორი წელი ვაფრთხილებდი ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებს და ბიუროკრატებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან რადიკალების დაფინანსება, თანაც ყალბი ენჯეოების სქემების გამოყენებით, აზიანებს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, არაერთხელ მოუწოდა მათ, დაეგმოთ ევროპის სახელით და ხშირ შემთხვევაში ევროპიდან დაფინანსებული პირების მიერ წარმოებული ზიზღის და ტერორის კამპანია.
,,ბოლო ორი წელი ვაფრთხილებდი ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებს და ბიუროკრატებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან რადიკალების დაფინანსება, თანაც ყალბი ენჯეოების სქემების გამოყენებით, აზიანებს ჩვენს ქვეყანას (აღარაფერს ვიტყვი დეპოლარიზაციაში წვლილის შეტანასა და მსგავს მაღალ მატერიებზე).
ამასთან, არაერთხელ მოვუწოდე მათ, დაეგმოთ ევროპის სახელით და ხშირ შემთხვევაში ევროპიდან დაფინანსებული პირების მიერ წარმოებული ზიზღის და ტერორის კამპანია. იმასაც ვაფრთხილებდი, რომ მათ დუმილს ისინი ძალადობის მოწონებად აღიქვამდნენ.
სამწუხაროდ, საპასუხოდ მხოლოდ გულგრილობა და თვითკრიტიკულობის არარსებობაა. ეს თავდასხმაც ამ გულგრილობის პირდაპირი შედეგია.
ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც