შალვა პაპუაშვილი – ანა დოლიძეს ისე უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, რომ ქალბატონი სალომე რომც გამოვიდეს პრეზიდენტის სასახლიდან, ის დარჩება იმ შენობაში და არ გამოვა

ანა დოლიძეს ისე უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, რომ დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე რომც გამოვიდეს [პრეზიდენტის სასახლიდან], ის დარჩება იმ შენობაში და არ გამოვა – ამ ადამიანს ასეთი დაუოკებელი სწრაფვა აქვს ხელისუფლებისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ანა დოლიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველა სასაცილოდ გაიხდის თავს, ვინც ასეთ ნაბიჯზე წავა, რომ ასეთი ოთხი კედლის ლეგიტიმაციის იმედად იყოს.
ს ისე უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, რომ დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე რომც გამოვიდეს [პრეზიდენტის სასახლიდან], ის დარჩება იმ შენობაში და არ გამოვა. ამ ადამიანს ასეთი დაუოკებელი სწრაფვა აქვს ხელისუფლებისკენ. ასე რომ, მისი ეს განცხადება გასაკვირი არ არის. ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თავის სოც.ქსელში ს მეორე დღესვე დაწერა, რომ პარლამენტის წევრია და შეიცვალა სტატუსი. მას ეს უნდა – ხელისუფლების გარკვეული ხიბლი აქვს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ გამოვიდეს, ქალბატონი ანა მაინც იქ დარჩება და დახვდება ახალ პრეზიდენტს.
რა თქმა უნდა, არასერიოზულია, მგონი თვითონაც აცნობიერებენ, რომ ეს არასერიოზული მიდგომაა. ყველა სასაცილოდ გაიხდის თავს, ვინც ასეთ ნაბიჯზე წავა, რომ ასეთი ოთხი კედლის ლეგიტიმაციის იმედად იყოს. მეორე მხრივ, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა. არ ვურჩევ, რომ ვინმე ქართველი ხალხის წინააღმდეგ წავიდა, რადგან ყველა ვინც ხალხის წინააღმდეგ წავიდა, წააგო. აქაც ხედავენ, რომ ამ ბრძოლად აგებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, „ისინი მზად არიან, რომ 29 დეკემბრის შემდეგაც დარჩნენ პრეზიდენტის სასახლეში და ის გამოაცხადონ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება.“

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა